in

4 გზა „შინაგანი ლიმიტების“ დასაძლევად

ალბათ ხშირად გსმენიათ სიტყვები, რომლებსაც ნიშნისმოგებით გეუბნებიან: არარეალურად დიდი მიზანი დაისახე! თუმცა, თავი არ უნდა შეიზღუდოთ საშინელი წარმოდგენებით, რომ რაღაცის შესრულება არ შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე მარცხი თქვენი დაბალი თვითშეფასებით, გაურკვეველი ეჭვებითა და თავდაჯერების ნაკლებობითაა გამოწვეული.

„სხვადასხვა განსხვავებული ხერხით მუდმივად საკუთარი თავის შეზღუდვა ხელს შეგიშლით, რომ ოცნებები აიხდინოთ“, — აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი კეტრინ მორგან შაფლერი, ავტორი წიგნისა „მშვიდობისკენ და ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა“. მაგალითად ხანდახან ვფიქრობთ, რომ აღებულ ვალდებულებას ვერ შევასრულებთ, დიდი დრო დაგვჭირდება ვალებისგან თავის დასაღწევად და ა.შ. როდესაც ვამბობთ, რომ მე ვერასდროს ვიქნები მწერალი, მსახიობი, სახლის მეპატრონე, მოგზაური, ამით საკუთარ თავს ვზღუდავთ და განვითარების საშუალებას არ ვკარგავთ.

დაბრკოლებების წინასწარ განჭვრეტა

„როდესაც თქვენი გონება იწყებს მიზეზების წინასწარ გამომუშავებას, თუ რატომ შეიძლება დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოთ, დაიწყეთ ამ მიზეზების ჩამოთვლა და გაანალიზება. შემდეგ დაფიქრდით, არის თუ არა ეს მიზეზები საკმარისად ჭეშმარიტი და ეცადეთ გასცეთ სათანადო პასუხები, რომლებიც მათ გადალახვაში დაგეხმარებათ“, — ამბობს ეკონომისტი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი კეტი მილკმანი. არსებობს ფაქტორები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ, დაწყებული გაჭიანურებითა და ცუდი ჩვევებით, დამთავრებული თავდაჯერების ნაკლებობით.

მილკმანი იყენებს მარათონის მაგალითს: ძალიან დაკავებული ხართ და ვარჯიშს ვერ ასწრებთ? მოინიშნეთ ვარჯიშის დროები კალენდარში და დაგეგმეთ თითოეული დღე. არ იცით როგორ დაიწყოთ? დაიწყეთ მაღალი შეფასების მქონე სასწავლო პროგრამებით. გძულთ სირბილი? იპოვეთ გზა, რომ ის უფრო სახალისო გახდეს. ჩართეთ მეგობრები ან სირბილისას მუსიკას მოუსმინეთ. დაბრკოლებების გამკლავების გზა არის მათი გაანალიზება და გარკვევა, თუ როგორი გამოსავლის პოვნა შეგიძლიათ.

მოძებნეთ თქვენი მისაბაძი ადამიანები

შაფლერი ამბობს, რომ მისაბაძი ადამიანების პოვნა კარგი მეთოდია საკუთარი თავისთვის დაწესებული საზღვრებისა და ეჭვების დასაძლევად. ,,შესაძლოა არ იყოთ ასტრონავტი, თუ 67 წლის ხართ და ჯანმრთელობაც არ გიწყობთ ხელს, მაგრამ, ამასთანავე ასტრონავტობა შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვენთვის არარეალური. ვინ არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც კოსმოსში გაფრინდა? სად გადის ლიმიტი? ამ შემთხვევაში თქვენი ლიმიტი ასაკი და ჯანმრთელობაა? შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა? შეგიძლიათ შანსები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოთ? გჭირდებათ მისაბაძი ადამიანები და მოძებნეთ ისინი.

არ არის საჭირო მისაბაძი ადამიანი ზუსტად თქვენი მსგავსი იყოს და იმას აკეთებდეს, რაც თქვენ გსურთ. პირიქით, შესაძლოა, საერთოდ თქვენგან განსხვავებული მისწრაფებები ჰქონდეს. უბრალოდ, მოძებნეთ ისეთები, რომლებმაც სძლიეს საკუთარ თავს და გააკეთეს მართლაც შესანიშნავი საქმეები. დაფიქრდით, რეალურად რამდენად გსურთ ის, რასაც ამბობთ და როგორც კი დაიწყებთ რწმენას, რომ ამის მიღწევას შეძლებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

მიმართეთ კრეატიულობას

„აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც წარმატებულად მიიჩნევთ. შესაძლოა ცნობილი იყოს ან მეგობარი, რომლის შესახებაც ყველაფერი იცით. ჰკითხეთ საკუთარ თავს: შემეძლო იმდენი ფულის გამომუშავება, რამდენიც მათ მოახერხეს?  შემიძლია მათ მსგავსად ბევრი ვიმოგზაურო? შემიძლია მათსავით კეთილი ვიყო?“, — ამბობს შაფლერი. — არ აქვს მნიშვნელობა სხვა მხარეს ვინ იდგება, მთავარია, გამოიკვლიო ის, რაც შეგიძლია. თუ თავიდანვე გჯერათ, რომ რაღაც არ გამოგივათ, ეს ნიშნავს, რომ საკმარისად არ გსურთ ამის მიღწევა. 

ხალიკ ბანკი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

თუ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება გსურს, გაეცანი საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, მარიამ ჟორჟოლიანის რჩევებს