in

4 გზა თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად

თუ დღეს კომპანიის ხელმძღვანელს გაესაუბრებით, მეტად სავარაუდოა, რომ რაღაც ამ ფრაზის მსგავსი გაიგოთ: დღეს აღარავის სურს, სამსახურისთვის ბოლომდე დაიხარჯოს... ფაქტი კი ის არის, რომ პანდემიამ სრულად შეცვალა ჩვენი ხედვა იმაზე, თუ რა როლი უნდა ეჭიროს სამსახურს ჩვენს ცხოვრებაში. McKinsey & Company’s 2022 American Opportunity-ის კვლევის თანახმად, თანამშრომელთა 87%-ს სურს, ავტონომია ჰქონდეთ და თავად გადაწყვიტონ, სად და როდის იმუშაონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უნდათ, თავადვე აკონტროლონ, როგორ იმუშაონ და თავადვე განსაზღვრონ წარმატებაც. 

ხოლო, თუ ხელმძღვანელებს საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება უნდათ, რომლებიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობითაც გამოირჩევიან, მათ მოტივირებაზე უნდა იზრუნონ. აი, 4 სტრატეგიაც:

მიიღეთ მისწრაფების ჰოლისტიკური განმარტება

შთაგონებული ადამიანები ქმნიან შთაგონებულ დასაქმებულებს, რომლებიც, თავის მხრივ, შთაგონებულ კომპანიებს გვთავაზობენ. ამიტომ, გაამხნევეთ დასაქმებულები, გადმოსცენ თავიანთი მისწრაფება იმ გზით, რომლითაც სურთ. ამგვარად, სამუშაო სივრცეც ისე მოაწყვეთ, რომ მრავალ სიტუაციას მოერგოს. 

ეს გულისხმობს საკუთარი იდეების გაჟღერებას… რომელი ჯობს, გყავდეთ პროდუქტიული თანამშრომელი, რომელიც ადრე მიდის, რათა ივარჯიშოს თუ გადაღლილი თანამშრომელი, რომელიც სამუშაო მაგიდაზეა მიბმული? როგორ შეაფასებდით იმ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს დაწინაურებაზე იმის გამო, რომ ზუსტად ის საქმე უყვარს, რასაც ახლა აკეთებს? მოდით, ნუ განვსჯით ადამიანებს, რომლებსაც წარმატების განახლებული მოდელი აქვთ…

ჩამოიშორეთ მაგრამ მე უნდა გამეკეთებინა მენტალიტეტი

უმეტესი ჩვენგანისთვის პროფესიული სამუშაოს წინასწარგანსაზღვრული ფორმულა არსებობს. თქვენ რუტინულად აკეთებთ ამას, დროის დიდ წილს უთმობთ და იძენთ კონტროლს დროთა განმავლობაში. შესაძლოა, მარტივად აღმოჩნდეთ რაღაც მენტალიტეტის მომხრე, რომ თქვენ ეს საქმე კონკრეტული გზით გააკეთეთ და ახლა ყველა ასე უნდა მოიქცეს. დაფიქრდით, რომ ეს მანამ იყო, სანამ ახალი ტექნოლოგიები გამოჩნდებოდა და ნორმები დამკვიდრდებოდა, რამაც სხვა ვარიანტების არსებობასაც შეუწყო ხელი. დიახ, თქვენ კონკრეტული გზით მოგიწიათ ამის გაკეთება, მაგრამ ნამდვილად იყო ეს საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო სამუშაოს შესასრულებლად? 

სამსახურში ყველა ახალი ცვლილება არსებული ნორმის ცვლილებას მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს თქვენი გამოცდილება შესთავაზოთ, განიხილეთ, როგორ შეძლებთ ყველასთვის რაღაც ახლის შეთავაზებას.

გამოყავით შედეგები დროისგან

პანდემიის დროს ბევრი მენეჯერი წუხდა იმაზე, რომ არ იცოდნენ, რეალურად რამდენ ხანს მუშაობდნენ თავიანთი ჰიბრიდული თუ დისტანციური თანამშრომლები. თუმცა თუ დაფიქრდებით, დასაქმებულები ოფისში ყოფნის დროსაც მენეჯერების თვალწინ საკმაოდ ბევრ დროს ფლანგავენ.

ამიტომ ჯობს, შედეგები გაზომოთ და დროს არ მიეჯაჭვოთ. თუ ზემოთ განხილული კვლევა გვეუბნება, რომ ადამიანებს სურთ, თავადვე გააკონტროლონ, როგორ იმუშავებენ, სანაცვლოდ, მათ შედეგები უნდა შემოგვთავაზონ. ამას კი ჩვეულებრივი კონტრაქტივით უნდა მიუდგეთ. რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემენ მენეჯერები ინდივიდებს შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, ნაკლებად დამნაშავედ იგრძნობს ყველა თავს და მით უფრო მეტად ფოკუსირდებიან კარგი საქმეების კეთებაზე. 

ნუ მოუჭერთ კვანძს, მოუშვით იგი

როცა კონტროლს შევიგრძნობთ, ადამიანებისა და პროცესების მიკრომენეჯმენტისკენ მიდრეკილნი ვხდებით. რეალურად კი, სათვალთვალო სისტემების კომპიუტერებზე დაყენებით, თანამშრომლები შედეგებს არ გააუმჯობესებენ. ვერც მუქარა გაჭრის, რომ რაღაცას თუ კარგად არ გააკეთებენ, სამსახურს დატოვებენ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში შიში არასდროს ყოფილა კარგი მოტივატორი. ასე ადამიანები სამსახურის შენარჩუნებაზე ფიქრობენ და რაღაცის სრულყოფისთვის აღარც რისკავენ. 

ფაქტი კი ის არის, რომ პროდუქტიულობის მაჩვენებლები შემცირდა, თანაც, იმ მიზეზების გამო, რომელთა ახსნაც ადამიანებს ძალიან უჭირთ. თუმცა ეს ნამდვილად ვერ იქნება თანამშრომელთა ავტონომიურობა, რადგან პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020-2021 წლებში, ანუ მაშინ, როცა ოფისების უმეტესობა დაიხურა.

დაბოლოს, ადამიანები ყველაზე პროდუქტიულები არიან, როცა გრძნობენ მოტივაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ და როგორ ცხოვრობენ. ჩვენ კი საუკეთესო შედეგებისთვის ორივე გვჭირდება. თუ ხელმძღვანელები აჩვენებენ, რომ ისინი აფასებენ იმას, რაც თითოეული ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია, მთლიანი კომპანია მიიღებს სარგებელს და ასე გრძელვადიან წარმატებასაც მიაღწევენ. 

 

წყარო: HBR



VELI.store წიგნის ფესტივალის ციფრული პარტნიორია

ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხანძრეებისთვის ინოვაციური ჩაფხუტი შექმნეს