21
Feb
2019

როგორ შევარჩიოთ თანამშრომელი?! – ეს ყველა სტარტაპერმა უნდა იცოდეს

21 Feb 2019

სტარტაპის წარმატებისთვის, მხოლოდ კარგი იდეა და ჭკვიანი დამფუძნებელი საკმარისი არ არის. ამ საქმეში, როგორც წესი, მნიშვნელოვანი წვლილი გუნდს მიუძღვის. არსებობს 4 სტრატეგია, რის მიხედვითაც, კომპანიის თანამშრომლები უნდა შეარჩიოთ.

პირველი – ინფორმაციის გადასამოწმებლად და კანდიდატების გასაუბრებაზე დასაბარებლად მხოლოდ სატელეფონო ზარებით ნუ შემოიფარგლებით. გამოიყენეთ ის ტექნოლოგიები და პლატფორმები, რომლებსაც მილენიალები ანიჭებენ უპირატესობას. ასე უფრო მარტივად შეძლებთ სწორი კანდიდატის პოვნას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თანამშრომლებს განსაკუთრებული პრივილეგიები შესთავაზოთ. მაგალითად, ტური ქალაქგარეთ, კემპინგი, თუ ეს მის ინტერესებშია და ა.შ.

საქმის წარმატებას ნიჭიერი ადამიანები უზრუნველყოფენ. ამიტომ, თუნდაც, სხვა სფეროში იპოვეთ ასეთი ხალხი და შეასწავლეთ თქვენი საქმე.

კონტაქტი შეინარჩუნეთ ისეთ აპლიკანტებთან, რომლებიც, შესაძლოა, ამ ეტპაზე, არ აიყვანოთ სამსახურში. ასე თქვენს კომპანიას უფრო მეტი გამოხმაურება ექნება, რაც, თავის მხრივ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს და სხვა კანდიდატებსაც წაახალისებს.

წყარო: Inc.



განხილვა