12
Jun
2019

თბილისში ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია ტარდება 

12 Jun 2019

18 ივნისს, სასტუმრო Radisson-ში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. ღონისძიება სადისკუსიო პანელებსა და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების გამოსვლას აერთიანებს. ასევე დაგეგმილია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონიის პრეზენტაცია.

„მოეწყობა 4 სადისკუსიო პანელი, რომელიც მოიცავს ბაზრის მიმწოდებლებისა და საველე ექსპერტების თემატურ პრეზენტაციებს – საუბარი იქნება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე:

  • პირველი პანელი – სამთავრობო პრეზენტაციები, გამოწვევებისა და პერსპექტივების / სტატისტიკების შესახებ;
  • მეორე პანელი – სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები;
  • მესამე პანელი – პასუხისმგებლიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა;
  • მეოთხე პანელი – საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება.

კონფერენციაზე, ასევე, გაიმართება B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. ბოლოს კი მოეწყობა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია“.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. ღონისძიება მიზნად ისახავს, ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიის, მედიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტები.

„ეს კონფერენცია არის საუკეთესო გზა კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისა და ზოგადად, ქართული ბიზნეს-ინდუსტრიის სიახლეების გაგებისათვის. არ გაუშვათ შანსი, შემოგვიერთდით ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაზე“.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი, თანაორგანიზატორები – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი – „ბიდიო საქართველო“, გენერალური სპონსორი – „ალიანს ჯგუფი“.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: www.awards-tourism.com 

[R]

განხილვა