ხვალ თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება. ამ უკანასკნელის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და პროფესიონალების შთაგონებაა, რათა ცვლილებების ლიდერებად იქცნენ.
კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება — მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი სპიკერები. ფოკუსი კი ოთხ ძირითად თემას შეეხება: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და AI.
ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე HT Solutions-ის გენერალური დირექტორი ნინო გვაზავა გვესაუბრება.
„როგორც სახელი ამბობს, ეს იქნება IT კონფერენცია, რომლის ძირითადი ამოცანაა სიახლეების გაცნობა და აუდიტორიის შთაგონება, რომ ინოვაციების ადაპტაცია მოახდინონ თავიანთ კომპანიებში. კონფერენცია მოიცავს მაქსიმალურად თანამედროვე ტრენდებსა და სიახლეებს, რაც გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ხდება და ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესღირებულების შესაქმნელად. სპიკერები ძირითადად ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები არიან, როგორებიცაა Microsoft, Amazon, Dell და ა. შ. ასევე, ქართული წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, მაგალითად თიბისი, Space“, — განმარტავს ნინო გვაზავა.
M: ნინო, რატომ და ვისთვისაა ეს ღონისძიება საინტერესო?
კონფერენცია არის IT მენეჯერებისთვის და ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებისთვის, რომლებსაც სიახლეები აინტერესებთ, ხელოვნური ინტელექტის, ბიგ დატას, კიბერუსაფრთხოების კონტექსტში.
2008 წლიდან ვპოზიციონირებთ ქართულ ბაზარზე და წარმოვადგენთ ამერიკულ TOP ტექნოლოგიურ კომპანიებს. ჩვენ ვართ მათი ოფიციალური პარტნიორები და წარმომადგენლები საქართველოში. ბუნებრივია, მუდმივად ვეცნობოდით მათ უახლეს მიღწევებს და გვსურდა, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე პირველწყაროსგან მიგვეწოდებინა ქართული აუდიტორიისთვის. შესაბამისად, რადგან უცხოეთში (სილიკონ ველი, ბარსელონა, ლას ვეგასი, ბრიტანეთში) ხშირად გვხვდება მსგავსი კონფერენციები, გვინდოდა, საქართველოშიც ჩატარებულიყო. გადავწყვიტეთ, ჩვენ დაგვეწყო ეს ტრენდი, ჩვენ ვყოფილიყავით ორგანიზატორები. პირველად გავაკეთეთ 2018 წელს DevOPS-თან დაკავშირებით. მაშინ ეს ძალიან ახალი თემა იყო და პრინციპში, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც ამ საკითხზე ასე დეტალურად ვისაუბრეთ. თავიდან გვყავდა ასამდე სტუმარი და ახლა კი, დაახლოებით, 800 სტუმარს ველოდებით. ეს რაოდენობა მიუთითებს, რომ ამ საკითხების მიმართ მაღალი ინტერესია და ღირებულ კონტენტს ვქმნით.
M: რა ღირებულ ცოდნას თუ გამოცდილებას მიიღებენ როგორც დამწყები პირები, ისე პროფესიონალები ღონისძიებაზე?
ერთდღიან კონფერენციაზე რამდენიმე სცენა მოეწონება. მთავარი IT მენეჯერებს და უფრო ზოგად საკითხებს ეთმობა. მაგალითად, როგორ მოხდა სხვადასხვა პროდუქტში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. სხვა სცენები უფრო მეტად ტექნიკურია. მაგალითად, კიბერ უსაფრთხოებისა და Big Data-ს სცენა არის ინჟინრებისთვის, სადაც იქნება ლაბორატორიები, ტრენინგები, ვორკშოპები და ისწავლიან როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის ტექნოლოგია და დანერგონ თავიანთ კომპანიებში.
M: თიბისისთან პარტნიორობა რატომ არის საინტერესო და რას სძენს ღონისძიებას?
თიბისისთან ძალიან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. როგორც წესი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ახალ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს თავის ეკოსისტემაში. ძალიან სწრაფად ისრუტავს ინოვაციებს თავის პროდუქტებში და ამის გამო თიბისი თავიდანვე ჩართული იყო ჩვენს კონფერენციებში. მათ გარეშე რთული იქნებოდა ამ მასშტაბზე გასვლა. აუდიტორიასაც ყოველთვის უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, წარმატებულ პროექტებს, განვლილ გზას თუ რა ისწავლეს ამ დროის განმავლობაში. ეს ძალიან იშვიათია და ამ სფეროში დასაფასებელია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
საგულისხმოა, რომ თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის, იური სემენიხინის მიერ, რომელიც გაგვიზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.
„თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად მხარს უჭერს საქართველოში ტექნოლოგიური ბაზრის განვითარებას, ცოდნის გავრცელებასა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას აუდიტორიისთვის. შესაბამისად, წლის განმავლობაში არაერთ კონფერენციასა თუ პლატფორმას დავუჭირეთ მხარი. ჩვენთვის, აღნიშნული ღონისძიება არის წლის მთავარი კონფერენცია, რომლის მთავარი მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი განვავითაროთ ტექნოლოგიების ჭრილში“, — აღნიშნავს იური სემენიხინი.
ასევე, კონფერენციაზე იქნებიან თიბისის სხვა წარმომადგენლებიც: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MLOps და AI თემას წაიყვანენ.
თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებსა და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference
[R]