in

4 ხელსაწყო, რომლებიც კონცენტრირებაში დაგეხმარებათ

ფაქტია, ზაფხულის მოსვლა იმას ნიშნავს, რომ დღეები უფრო გრძელდება, კონცენტრირება კი მეტად რთულდება… თუმცა ერთი რამ უნდა გახსოვდეთ — რაც უფრო მალე შეასრულებთ სამუშაოს, მით უფრო მალე შეძლებთ გარეთ გასვლას! აქ 4 უფასო ხელსაწყოს გაგიზიარებთ, რომლებიც ამ წესის დაცვაში დაგეხმარებათ:

COLD TURKEY

თუ თქვენც სხვა ადამიანებს ჰგავხართ, მეტად სავარაუდოა, რომ დროს ვებსაიტების თვალიერებაში ხარჯავდეთ და არა, საქმის კეთებაში. მაშინ კი, როცა ამასთან გამკლავებას თავად ვერ ახერხებთ, COLD TURKEY-ის ხელსაწყო ბლოკავს ისეთ გასართობ საიტებს, როგორებიცაა YouTube, Reddit და სხვები. შესაბამისად, ერთადერთ ვარიანტად ისღა გრჩებათ, რომ საქმეს დაუბრუნდეთ. 

აპლიკაციის უფასო ვერსია მრავალ ხელსაწყოს გთავაზობთ, იქნება ეს კონკრეტული URL-ების დაბლოკვა, Youtube არხების თუ სხვა დაბლოკვის სიების. რაც შეეხება ფასიან ვერსიას, აქ უკვე აპლიკაციების დაბლოკვა და ამისთვის კონკრეტული დროის დაწესებაც შესაძლებელია. 

POCKET

თუ ინტერნეტისგან სრულად იზოლირება არ გსურთ, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, საინტერესო კონტენტის შენახვაა, რათა მოგვიანებით გაეცნოთ მას. ეს დრო კი თქვენი სამსახურებრივი ფაილების შესწავლას შეგიძლიათ დაუთმოთ. Pocket სწორედ ამაში დაგეხმარებათ — დიახ, საკმაოდ პოპულარული სივრცეა საინტერესო სტატიების შესანახად, თუნდაც იმიტომ, რომ არც რეკლამებს და არც სხვა ყურადღების გამფანტავ კონტენტს გთავაზობთ. აი, მაგალითად, შეგიძლიათ დილით 20 წუთი ინტერნეტში საინტერესო მასალების ძიებას დაუთმოთ, შეინახოთ და საღამოს წაიკითხოთ იგი.

MOMENTUM

ეს ფოკუსირების ხელსაწყო ხელმისაწვდომია როგორც Google Chrome-ის, ისე Microsoft Edge-ისა და Firefox-ის ბრაუზერებზე. ჩვეულებრივ ახალ ფანჯარაში იხსნება და გისვამთ კითხვას: რა არის თქვენი მთავარი ფოკუსი დღეს?, მიღებული პასუხი კი Momentum-ში ჩაშენებულ გასაკეთებელი საქმეების სიის სათავეში მოექცევა. ამ ჩამონათვალს თუ თქვენს სხვა საქმეებსაც დაუმატებთ, მათ კონტროლს კიდევ უკეთ შეძლებთ. 

აქ ის ლინკებიც შეგიძლიათ დაამატოთ, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ და ამინდის პატარა ვიჯეტი. ყველაზე მთავარის თქმა არ დაგვავიწყდეს, MOMENTUM შთამაგონებელ ყოველდღიურ გამონათქვამებსაც გთავაზობთ. უფასო ვერსია უამრავ ხელსაწყოს წვდომას გულისხმობს, Plus კი, მეტად დეტალურ პერსონალიზაციას გთავაზობთ…

INBOX WHEN READY

Edge-ზე, Chrome-სა და Firefox-ზე შეგიძლიათ დაამატოთ. Gmail-ზეც კი ხელმისაწვდომია და იგი ვიზუალურად ასუფთავებს თქვენი შეტყობინებების ყუთს. მარტივად რომ ვთქვათ, აკავებს ახალ შეტყობინებებს, რათა თქვენი ყურადღება მანამ არ მიიპყროს, სანამ ამისთვის მზად არ იქნებით. უბრალოდ მარტივ Hide Inbox-ის ღილაკს უნდა დააჭიროთ, რომელიც Gmail-ის ინტერფეისს ემატება.

უფასო ვერსიით ელ.ფოსტის წაკითხვის დროც შეგიძლიათ, დააწესოთ და დაგეგმოთ ბლოკირებული პერიოდები. თუმცა თქვენს ელექტრონულ წერილებს პატარა ნიშნულს ამატებს, რისი მოშორებაც ფასიანი ვერსიითაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელში თქვენი რამდენიმე ელ.ფოსტის მისამართი ერთი ლიცენზიის ქვეშაც შეგიძლიათ გააერთიანოთ. 

AI იმპლანტის მეშვეობით, პარალიზებულ პაციენტს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი დაუბრუნდა

Subaru-ს „ლამაზი სიჩუმე“ ბუნებასთან კავშირის მნიშვნელობაზე გვიყვება