7
Sep
2018

4 ტყუილი, რომლისაც საშუალოსტატისტიკურ ადამიანს სჯერა, ანუ თვითსაბოტაჟი, რომელიც უნდა შევწყვიტოთ

7 Sep 2018

ის მოცემულობა, რომ რაღაც საკითხზე კონკრეტული აზრი გაქვთ, არ აქცევს ამ აზრს ჭეშმარიტებად. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება წინ მიიწევს, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი თუ კარგი მიმართულებით, თქვენ აღიქვამთ ადამიანებს და ყოველდღიურად, თავს გატყდებათ უამრავი ამბავი. თქვენი აზრები, ისევე, როგორც სუბიექტური აღქმები, შესაძლოა იყოს სიცრუე, უსაფუძვლო ტყუილი, რომელსაც აძლევთ უფლებას, გავლენა იქონიოს თქვენს ქცევაზე და შეცვალოს თქვენი ცხოვრების ტრაექტორია. წარმოგიდგენთ 4 გავრცელებულ ტყუილს, რომლითაც ადამიანები საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებასა თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლას გაურბიან:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ტყუილი: ეს არ არის ჩემი ბრალი
სხვების დადანაშაულება ნამდვილად უფრო მარტივია, ვიდრე ნეგატიურ სიტუაციაში საკუთარი წვლილის დანახვა. შესაძლოა, ამით თავს არიდებთ არასასურველ სიტუაციაში აღმოჩენას, თუმცა, სიტუაციის ობიექტური გაუაზრებლობა ამცირებს თქვენს პროდუქტიულობას და წევს თქვენი გაზრდის შესაძლებლობის საბოტაჟს. Robert Maurer, Psychology Todayში გვთავაზობს ორ ალტერნატივას: ასეთ შემთხვევაში, უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ვმართოთ ემოციური რეაქცია. ვიპოვოთ გზა, რომ ვაქციოთ სიტუაცია უკეთესად, მიუხედავად იმისა, ვის ბრალად მიგვაჩნია ის. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვაქციოთ სხვა ადამიანები და სიტუაციები უკეთესად. მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ კი, უფრო მარტივი იქნება სხვადასხვა გარე, თუ შინაგანი ფაქტორის გაანალიზება.

ტყუილი: ჩემი ასაკი აღარ მაძლევს ამის საშუალებას, ანუ „ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა“
ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტული, სესაძლოა, ოცნების საქმისთვისაც კი, ზედმეტად ბებერია, ფიქრობს, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე იყო და შესაძლებლობებზე ფიქრს ისევ წარსულთან მიჰყავს. ხშირად გაგონილი ფრაზა: „ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა“ საშინელი ატიტუდაა, რომელიც ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების სიმყარეზე მიუთითებს. წარსული თითოეული ჩვენგანის განუყრელი ნაწილია, თუმცა, ყოველდღიურად მისტიროდეთ მას და წინ ვერ დგამდეთ ნაბიჯს, მოქმედებს არამხოლოდ ფსიქიკაზე, არამედ, ფიზიკურ მოცემულობებზეც. თანამედროვე სამყაროში, საუბარი ასაკზე, როგორც კარიერული თუ სოციალური რეალიზებულობის მხრივ, ხელისშემშლელ ფაქტორზე, ცოტაარიყოს, არაადეკვატური სისუსტეა.

ტყუილი: არ ვიმსახურებდი ცუდ სიტუაციაში აღმოჩენას
შესაძლოა, მართლაც ასეა. თუმცა, როგორც ჯაკლინ ჯონსონი, (წიგნ WorkParty: How to Create and Cultivate the Career of Your Dreams ავტორი) ამბობს, სამართლიანი იქნებოდა, კარგი ადამიანების თავს მხოლოდ კარგი ამბები ხდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ბავშვებიც კი ავადდებიან სიმსივნით. საშინელი ამბები ყოველდღიურად ხდება ძალიან ბევრი ადამიანის თავს. თქვენ შეიძლება უსამართლობის მსხვერპლად გრძნობდეთ თავს, იყოთ უარყოფილი და ცხოვრებაც რთული გეჩვენოთ, თუმცა იცით რა? თქვენ მაინც გააგრძელებთ ცხოვრებას, რამდენად შეუძლებლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს კონკრეტულ მომენტში. ეს არის კიდეც ფუფუნება, მდიდარი ადამიანური გამოცდილება, რომელიც ცუდ სიტუაციებს უფრო მოაქვთ, ვიდრე კომფორტსა და ჰარმონიას. შეხედეთ ცუდ მოცემულობას გვერდიდან, როგორც შესაძლებლობას და ნუ გეგონებათ, რომ ცხოვრების ნეგატიურ მომენტებს, თქვენ გარდა, ყველა დამსახურებულად იღებს.

ტყუილი: მე დავძლევ ჩემს ცუდ ჩვევას ხვალ
არა, თქვენ ვერ შეძლებთ. ხვალ ყველაფერი შეუძლებელი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რასთან გამკლავებას აპირებთ, იქნება ეს პასიურობა, ალკოჰოლზე თუ თამბაქოზე დამოკიდებულება, ნოყიერი საკვების მირთმევა. შეცვალეთეს დღეს და გააგრძელეთ ეს 66 დღის განმავლობაში. ლონდონელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს არის საკმარისი დრო ჩვევის, შესაბამისად კი, ავტომატური ქცევის ჩამოყალიბებისა თუ უარყოფისათვის.



განხილვა