ეფექტური კომუნიკაცია ყველა კომპანიისა თუ ხელმძღვანელისთვის აუცილებელი რომ არის, ამას აღარც სჭირდება დამტკიცება… თუმცა კრიზისების დროს მისი როლი კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ ჩვენ იმ 4 მეთოდს შემოგთავაზებთ, რომლებიც რთულ პერიოდში ეფექტურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ:
1. არ მიაწოდოთ ჭარბად კარგი ამბები და დამალოთ ცუდი
შესაძლოა, კარგი ამბების გაზიარება მარტივი იყოს, მაგრამ ცუდი სიახლეების თქმა ან პოტენციურ რისკებზე ხაზგასმა გამჭვირვალედ და დროულად ყველაზე მნიშვნელოვანია.
2. ჩაუღრმავდით
ადამიანები აფასებენ დეტალებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცები ცუდად მიდის. ხოლო ის, თუ როგორ ამყარებენ კომუნიკაციას ძლიერი ლიდერები მათსავე ქმედებებზე მიგვითითებს…
3. ნუ იქნებით ჩუმად კრიზისის დროს
კრიზისის განვითარების ფაზაში იშვიათად თუ გექნებათ ყველა პასუხი. მიუხედავად ამისა, დაინტერესებულ მხარეებს სურთ და სჭირდებათ, რომ იცოდნენ, თქვენ იაზრებთ არსებულ პრობლემას და გამოსავალზეც მუშაობთ. გულწრფელობა და გამჭვირვალობა თქვენს აუდიტორიასთან ნდობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. აქვე კარგი იქნება თუ სავარაუდო დროსაც ეტყვით, როდის შეძლებთ დამატებითი ინფორმაციის გაზიარებას.
4. იყავით პროაქტიული
რაღაცის ძალიან დაგვიანებას, ძალიან ადრე გაკეთება სჯობს. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია და არასდროს გექნებათ შანსი ამის ხელმეორედ გაკეთებისთვის. ხოლო, თუ დალოდებას გადაწყვეტთ, ნდობის დეფიციტის საფრთხის წინაშეც შეიძლება დადგეთ.
აი, საუკეთესო ხელმძღვანელები და კომპანიები კი ყველა ზემოთ მოცემულ ნაბიჯს ითვალისწინებენ. ისინი ამჯობინებენ კომუნიკაციას მალევე და გამჭვირვალედ, უზიარებენ როგორც კარგ, ისე ცუდ ამბებს, თანაც რაც შეიძლება დეტალურად…