in

4 მეთოდი, რომლებიც თავის მოვლის ჩვევად გადაქცევაში დაგეხმარებათ

M2
M2

თავის მოვლა სტრესთან გამკლავების ჩვენთვის კარგად ცნობილი და ძლიერი იარაღია. თუმცა ბევრი ადამიანისთვის რეკომენდებული სტრატეგიები, მაგალითად საკმარისი ძილი, ვარჯიში თუ მედიტაცია მიუღწეველ მიზნად რჩება. მიზეზად ფინანსურ, დროსა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. 

როგორც ამბობენ, თავის მოვლით ვერც ბევრი ადამიანი ინებივრებს თავს. აქ კი ერთ-ერთი გამოსავალი იმ ურთიერთობის შეცვლაა, რომელიც ჩვენ ამ საკითხის მიმართ გვაქვს — ეს ის კი არ არის, რაც უნდა გავაკეთოთ, არამედ ის გზა, რომლითაც უნდა ვიცხოვროთ. არც რაღაც სიის შედგენას გულისხმობს, რომელიც იოგასა და დეტოქსებს მოიცავს. უფრო მეტად იმის დადგენაა, თუ რა გსურთ და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თქვენსავე ღირებულებებს შეესაბამება. ასეთი მიდგომა თავის მოვლას მეტად ხელმისაწვდომსაც კი ხდის.

გაუმკლავდით ემოციურ ბარიერებს

ისეთი გამოწვევები ხელს გიშლით, როგორებიცაა ნაკლები სოციალური მხარდაჭერა, სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები და კულტურული ნორმები. კულტურული გარემოებები ხშირად თავის მოვლას ნეგატიურ ჩრდილს აყენებს და ეგოისტობად მიიჩნევს. ამის გამო კი, როცა ჩვენივე საჭიროებებს პრიორიტეტს ვანიჭებთ, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ…

არსებულ კულტურულ ბარიერთან გასამკლავებლად საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა გრძნობა გიჩნდებათ თავის მოვლისას? დანაშაულის, სირცხვილისა თუ სხვა არაკომფორტული გრძნობების გაგებით, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება, საკუთარი თავის მიმართ ემპათიას გამოხატავთ. მსგავსი მიდგომა კი სტრესისადმი მეტად გამძლეს გაგხდით. 

შეუსაბამეთ თავის მოვლა თქვენს ემოციურ საჭიროებებს 

თქვენი საჭიროებების დადგენა დაგეხმარებათ, მეტად პროაქტიულად მიუდგეთ თავის მოვლას. კარგი იქნება, თუ ისეთ ღია კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს, როგორიცაა: არსებობს თუ არა რაიმე, რაც შემიძლია დღეს გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება 5%-ით ნაკლებად სტრესული გახდეს? ეს მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. თუ მარტო ხართ, მეგობრისთვის შეტყობინების გასაგზავნად რამდენიმე წუთის დათმობა ძალიან გამოგადგებათ. 

განიხილეთ ე. წ. მიკრო შეფასებები

აქ 3-10 წუთამდე შესვენებებს ვგულისხმობთ, რადგან უკვე მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამგვარად ადამიანები უკეთ ახერხებენ სტრესისა და შფოთვის მართვას. ამიტომ, ზოგი ერთი დიდხნიანი შესვენების ნაცვლად, რამდენიმე შესვენების მოწყობას მიმართავს. ამასთან, კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დროის გარეთ გატარებაც შეგიწყობთ ხელს.

იპოვეთ მეგობარი

სოციალური კავშირები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სტრესში ხართ, დეპრესიისა და თვითშეფასების გაზრდაში დაგეხმარებათ. თუ შეყვარებული ხართ, ესეც დადებითაც აისახება თქვენს კეთილდღეობაზე. უკეთესი მხარდაჭერა რომ უზრუნველყოთ, მეგობარი იპოვეთ, რომელიც ზუსტად ისე ზრუნავს თავის მოვლაზე, როგორც თქვენ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ერთმანეთს — უბრალოდ მოსმენა, ხუმრობა და კომპლიმენტების თქმა თქვენი ბედნიერების დონეს გაზრდის და ამავდროულად, სტრესის დონესაც შეამცირებს.

„მაკდონალდს საქართველო“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია

ლაშა ცქვიტინიძის ამბავი კინემატოგრაფიასა და მუსიკაში