Opel-მა თავისი სამარშრუტო ტაქსისთვის ძალიან ორიგინალური სარეკლამო პრინტ კამპანია Deforestation შექმნა. პოსტერებზე სააგენტო Y&R-მა იმუშავა. ბრენდის ავტომობილი, რომელიც საკმაოდ ტევადი, გამძლე, ამასთან ვიზუალურადაც დახვეწილია, ნებისმიერი სახის ბარგის გადატანას შეძლებს. ამ ფაქტის დემონსტრირებისთვის კომპანიამ ყველაზე მნიშვნელოვანი 4 ტვირთი შეარჩია, რომლებიც მართალია საკმაოდ დიდი და აუცილებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრენდი ამ რთულ დავალებებსაც მარტივად გაართმევს თავს. ამ შემთხვევაში Opel-ის ტვირთს წარმოადგენს: განათლება მათთვის, ვისაც ის ძალიან ესაჭიროება, ვაქცინა, ანუ დახმარება ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ მყოფი არაერთი ადამიანისთვის, მედიკამენტები, ანუ შველა მათ ვინც ბუნებრივი უბედურებების მსხვერპლი გახდნენ და ბოლოს მცენარეები იმ ტერიტორიებისთვის, სადაც ბალახიც კი აღარ იზრდება. ეს ეფექტური კამპანია, ერთი მხრივ, თავისი ორიგინალურობით ხიბლავს ადამიანს და მეორეც, ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს ავრცელებს.
\