in

4 ნაბიჯი იმ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც არ გეთანხმებიან

M2
M2

ყოფილხართ ოდესმე ისეთ შეხვედრაზე, სადაც საკამათო საკითხი განიხილება და თანამშრომელი პრინციპულად არა და არ თმობს თავის პოზიციას? ამან არა მხოლოდ სხვა წევრების აღშფოთება, არამედ მათი არაპროდუქტიულობაც შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი ნამდვილად არავის სურს. თუმცა, საბედნიეროდ, მსგავსი ინდივიდების საპირისპირო მხარეც არსებობს, ე. წ. მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც მკაფიოდ ინარჩუნებენ და გადმოსცემენ თავიანთ აზრებს, მაგრამ არც სიახლეებზე ამბობენ უარს…

წიგნში How We Ended Racism: Realizing a New Possibility in One Generation ავტორები განიხილავენ, თუ როგორ ავაგოთ ხიდი პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და რასობრივ დაყოფებს შორის. ფაზლის ყველაზე დამაბნეველ ნაწილს კი სწორედ მოსაუბრე ადამიანად ქცევა წარმოადგენს და ამასთან, იმის სწავლა, თუ როგორ უნდა დაამყარონ კომუნიკაცია საკითხებში, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 

ნაბიჯი 1: დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია

თქვენი პოზიცია მარტივი უნდა იყოს, ეს თქვენს ხელთ არსებული სიტუაციის ფუნდამენტური კონტენტია და ყოველი საუბარი ამ ძირეული პოზიციით უნდა დაიწყოს, რადგან იგი საფუძველს წარმოადგენს მნიშვნელოვანი დისკუსიების წამოსაწყებად — გახსოვდეთ, რომ ამ სცენაზე უბრალოდ კონკრეტულ თემაზე თქვენს პოზიციას გამოხატავთ. საუბრების ნაწილი ხშირად არასწორად მიდის, რადგან ადამიანები მოწოდებებს იწყებენ იმის ნაცვლად, რომ ეს ორივე მხარისთვის დისკუსიის შანსად ჩათვალონ და არსებულ მხარეებს ურთიერთგაგებისკენ მოუწოდონ.

ნაბიჯი 2: გამოავლინეთ თითოეული მხარის მიზანი

შეიძლება, ეს ნაბიჯი გამოწვევებით სავსე იყოს, რადგან ინდივიდებს მკაცრად სწამთ თავიანთი ნათქვამის სიმართლის. რთული საუბრები რომ გქონდეთ, ჯერ საკუთარ თავს 2 კითხვა უნდა დაუსვათ: „მინდა, რომ ჩემი ესმოდეთ თუ მინდა, რომ ეფექტური ვიყო? ხიდის აგება მინდა თუ არსებული უფსკრულის გაფართოება?

პროგრესისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მხარის შიშები და წუხილები გაიგოთ. მეტიც, დააკვირდეთ, როგორ აღიქვამენ ისინი თავიანთ პოზიციას… ზედაპირული პოზიციების მიღმა არსებული საკითხების გამოვლენით, საერთო საფუძვლითა და სინერგიით მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბების პოტენციალს გაზრდით.

ნაბიჯი 3: შეუსაბამეთ თითოეული მხარის მიზნები

იპოვეთ საერთო მიზანი, რომელიც საუბრებისას გამოიკვეთა. სწორედ ასე მყარდება კავშირები — დაპირისპირებულ ჯგუფებს ახლა სინერგია აქვთ, მაშინაც კი, თუ არსებობს სფეროები, რომლებშიც არ ეთანხმებიან, მხოლოდ საერთო საფუძვლის პოვნით შეძლებენ წინსვლას საერთო გამოსავლის საპოვნელად.

ნაბიჯი 4: მიმართეთ იმ გამოსავალს, რომელიც საუკეთესოდ აღწევს საერთო მიზანს

ფრთხილი მოსმენით, მოთმინებითა და ემპათიით რთული საუბრები მართვადი ხდება და შესაბამისობაც შესაძლებლობად იქცევა… ამგვარად, თქვენ იმ გამოსავალს უნდა მიმართოთ, რომელიც საერთო მიზანს ემსახურება. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევდით შეხვედრებზე ყველა თავის მოსაუბრეობის უნარს რომ ავარჯიშებდეს… 

საქართველოს ბანკის მობილბანკში თამაში იწყება

„საუკეთესო დამკვეთი ისაა, ვინც არ იცის, რა უნდა“