in

Super Bowl-ის რეკლამების მაგია — 4 რჩევა

Super Bowl ბრენდებისა და მარკეტერებისთვის ის სივრცეა, სადაც საკუთარ კრეატიულობას უდიდესი მასშტაბის აუდიტორიას უზიარებენ. აქ თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული შემოქმედებითობა უნდა გამოავლინოს, რასაც ყოველთვის დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება. სანაცვლოდ, სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც წარმატებული რეკლამების შექმნაში დაგეხმარებათ.

განსაზღვრეთ აუდიტორია

გრეგ ბრაუნი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ლექტორი კომუნიკაციისა და მედიის მიმართულებით, აღნიშნავს: „რეკლამა, რომელიც მძლავრ კავშირებს ამყარებს საზოგადოებასთან, ერთ მთავარ სტრატეგიას ეყრდნობა: ვისთვისაა ის განკუთვნილი. უბრალოდ, Super Bowl-ის აუდიტორია საერთოა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი უყურებს. ასევე, მნახველები უმეტესად სახალისო კონტენტს ელოდებიან — მეტად რომ განვაზოგადოთ, თემატურად რაიმე მძაფრი ემოცია უნდა აღძრას ხალხში“.

იმის მიხედვით კი, რა ტიპის სამიზნე აუდიტორია გყავთ, რეკლამაში შესაბამისი ემოციები უნდა „ჩააქსოვოთ“. მიუხედავად იმისა, რომ იუმორი შეიძლება არ იყოს შესაფერისი ყველა ბრენდისთვის, ემოციური მიმზიდველობის ინტეგრირება აძლიერებს რეკლამის გავლენას. მარტივად, იუმორი ძალზე ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად სახალისოა და რეზონანსდება კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიასთან.

კულტურასთან სინთეზი

ეფექტური ნარატივი თანამედროვე კულტურასთან უნდა იყოს სინქრონიზებული. განიხილეთ მიმდინარე კულტურული ტენდენციები და როგორ შეესაბამება ისინი თქვენს კომპანიას ან ბრენდს. ასევე, განსაზღვრეთ ბრენდისა და პოპკულტურის საერთო წერტილი — ასე შეძლებთ, აქტუალური ტენდენციები თქვენს ნაწილად აქციოთ.

მაქსიმალურად გამოიყენეთ სოციალური მედია და YouTube.

რამდენიმე წლის წინ Super Bowl-ის რეკლამებს წინასწარ არ აქვეყნებდნენ, თუმცა სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ეს სტრატეგია შეიცვალა. ყველამ გააცნობიერა, რამდენად დიდი ძალა აქვს ინტერნეტსივრცეს — შეიძლება ითქვას, ჩვენი მეორე სახლი და პარალელური რეალობაა. ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიისთვის განკუთვნილ რეკლამებზე იზრუნოთ, მეტად დაუკავშირდით აუდიტორიას სოციალური ქსელების მეშვეობით.

კრეატიულობა, როგორც ყურადღების მიქცევის მექანიზმი

დღესდღეობით ინდუსტრია იმდენად განვითარებული და მრავალფეროვანია, რომ ჩვეულებრივი რეკლამები უბრალოდ დიდ მასაში ჩაიკარგება; ყველასათვის შეუმჩნეველი იქნება. ამიტომაც, ერთადერთი ეფექტური ვარიანტი შემოქმედებითი იდეების განხორციელებაა.

რას გულისხმობს Dorito-ს თეორია?

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას