ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ მათ არავინ ჰყავთ ისეთი, ვისაც შეუძლიათ დახმარების სათხოვნელად დაურეკონ… ასეთ დროს მარტოობას განიცდიან, რაც დეპრესიის, დემენციის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და სხვა რისკების წინაშე აყენებს მათ. მარტოობა განიმარტება, როგორც სტრესული შეგრძნება, როცა ინდივიდის სოციალური საჭიროებები საჭირო ოდენობით არ არის დაკმაყოფილებული. სოციალური ურთიერთობები კი ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მისი მიღწევა არც ისეთი მარტივია, განსაკუთრებით მოზარდობაში.
აი, რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი, თუ მსგავს სიტუაციაში ხართ:
შეცდომა 1: დაელოდოთ სოციალიზაციას მანამ, სანამ არ გახდებით უფრო ბედნიერი, ნაკლებად სტრესული, უფრო გამხდარი…
ფაქტია, რომ ადამიანები საკუთარ თავს ნეგატიურად განსჯიან. მართალია, არ არსებობს გარანტია, რომ სხვებისთვის მისაღები იქნებით, მაგრამ კვლევის თანახმად, ადამიანები საკუთარ თავს სხვებზე მკაცრადაც კი განსჯიან. ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმის განხილვისკენ, თუ რამდენად ცუდი ვიყავით კონკრეტულ სიტუაციაში და როგორ შეიძლებოდა დავენახეთ სხვებს, რაც რეალობისგან მკვეთრად განსხვავებულია ხოლმე…
ყველა ადამიანს რაღაცის რცხვენია, თუმცა როცა ამას დაძლევთ და სხვებთან მიხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ურთიერთგაგება სწორედ ჩვენი არასრულყოფილი ვერსიების გაზიარებით იწყება. სპეციალისტები კი მსგავსი ქმედებების პატარა ნაბიჯებით დაწყებას გირჩევენ. დააკვირდით, როდის გაგიჩნდებათ რაღაცისგან დამალვის სურვილი, აღიარეთ ეს გრძნობა და შემდგომში ძალიან პატარა ქმედებებითაც კი ეცადეთ მასთან შეწინააღმდეგება. მაგალითად, თუ მეზობელი წვეულებაზე დასალევად მიგიწვევთ და თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენივე ნეგატიური ენერგია მთლიან წვეულებას „ჩაშლის“, მაინც დათანხმდით და იქ ცოტა ხანი გაჩერდით.
თანდათანობით იმ ქმედებების გამოცდით, რომლებიც ადამიანებთან გაახლოებთ, შეიძლება მიხვდეთ, რომ სხვები იმაზე მიმღებები არიან, ვიდრე ფიქრობდით.
შეცდომა 2: თავი აარიდოთ უცხო ადამიანებთან საუბარს
ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ უცხოებთან კომუნიკაცია შემაწუხებელია. მკვლევრები კი, პირიქით გვეუბნებიან — ეს ბედნიერების დონეს ზრდის. დიახ, როცა უცხოებთან ვურთიერთობთ, თავს უკეთ ვგრძნობთ, მიკუთვნების გრძნობა გვიჩნდება, ვსწავლობთ გამოსადეგ ინფორმაციებს და მეტად შემოქმედებითიც ვხვდებით. თანაც, ძალიან მორცხვ ადამიანებსაც კი უჩნდებათ ხოლმე სურვილი, უცხოებს გაესაუბრონ.
ამიტომ, შემდეგში, როცა მაგალითად რიგში იქნებით, ეცადეთ სხვებთან საუბარი წამოიწყოთ და ტელეფონში აღარ იყუროთ. თუ შანსი გექნებათ, კომპლიმენტიც უთხარით მას და გამოხატეთ მადლიერება.
შეცდომა 3: მგრძნობიარე კითხვების არ დასმა
უცხოებთან ყოველდღიური სოციალური ინტერაქციები მეგობრობაში რომ გადაიზარდოს, მცირე გადალაპარაკებებიდან სიღრმისეული საუბრებისკენ უნდა წახვიდეთ. ეს უკანასკნელი კი ინდივიდებს ძალიან სიამოვნებთ. როცა კვლევისას მონაწილეებს სთხოვეს პარტნიორებთან საუბრის წამოწყება, ისინი, ვინც უხერხულ კითხვებს სვამდნენ, ზუსტად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, როგორსაც ადამიანები, რომლებიც საერთოდ თავს არიდებდნენ მსგავს საუბრებს. „რამდენი გაქვთ ხელფასი?“ ეს სენსიტიური კითხვების ერთ-ერთი მაგალითია… უმჯობესია, საუბრების გაღრმავება ისეთი საკითხით სცადოთ, როგორიცაა, მაგალითად, „რაზე იტირეთ ბოლოს?“ — აქ თქვენი შანსები მეტად გაიზრდება.
შეცდომა 4: დაშვება, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, როცა დახმარებას სთხოვენ
როგორც აღმოჩნდა, როცა ადამიანებს დახმარებას სთხოვენ, ეს მათში დადებით ემოციებს აღძრავს,. მიანიშნებს, რომ ისინი სანდო წყაროები არიან და სხვებისთვის საჭირო ფუნქციის შესრულებაც შეუძლიათ. თუმცა ძირითადად ამას არასწორად აფასებენ, ვერ იაზრებენ, თუ რამდენად პოზიტიურად გრძნობენ ამ დროს ისინი თავს და რამდენად აქვთ სხვების დახმარების სურვილი. ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ დაშვებისგან თავის დაღწევას შეძლებთ.
დაბოლოს, მარტოობის მთავარი წამალი მარტო ყოფნის თავის არიდება გამოდის. ამიტომ, თავიდან უნდა აიცილოთ ის არასწორი აღქმები, რომლებიც სოციალური კავშირების აგებაში გიშლით ხელს — ეს პირველი ნაბიჯია სოციალური ცხოვრების სრულყოფისა და თქვენი ბედნიერებისთვის.