in

4 შეცდომა, რომლებსაც სტრატეგიის შექმნისას ხშირად უშვებენ

რა არის სტრატეგია? მარტივად გეტყვით, თქვენი მომავალი კონკურენტული უპირატესობაა. და როგორი იქნება ეს მომავალი? რა ენდომებათ ადამიანებს ან რა მოლოდინები ექნებათ? როგორ შექმნის დემოგრაფიული, ტექნოლოგიური თუ სხვა გლობალური ცვლილებები ახალ კონკურენტებს ან რას მოუხერხებს ძველს? როგორ შეიცვლება კატეგორიები? ან რა უპირატესობა უნდა შესთავაზოს თქვენმა კომპანიამ? განსხვავებული თუ უკეთესი პროდუქტი? უკეთესი გამოცდილება? ფასი თუ ღირებულება? 

კითხვა კი ბევრია, მაგრამ არც შეცდომებია ნაკლები. თუმცა ძირითადად კომპანიები ქვემოთ მოცემული ოთხი შეცდომიდან რომელიმეს მაინც უშვებენ, ჩვენ კი მათზე მოგიყვებით, რათა დროულად შეძლოთ თავიდან არიდება: 

შეცდომა 1: სტრატეგიები, რომლებიც ზღუდავს ვინმეს კონკურენტულ ნაკრებს ან განსაზღვრავს კატეგორიებს კონკურენტი კომპანიებით

ავტომობილების კატეგორიას დააკვირდით, რომელიც განსაზღვრავს კატეგორიის მთავარ ფაქტორებს იმ გზებით, რომლებსაც ვერ ვხედავდით Tesla-სა და Uber-ში… ახლა კი, როცა მომავალი ელექტრო მანქანებს ეძღვნება, მაგალითად Toyota მას ორივე ან გაზის, ან ელექტრო სტრატეგიით უპასუხებს… ამიტომ, დააკვირდით, რომელ კატეგორიაში ხდება ტრანსფორმაციები, იყავით ის, ვინც კატეგორიის მიღმა გაიხედავს და განსხვავებულად ფიქრს დაიწყებს ისე, როგორც ტოიოტამ გააკეთა…

გახსოვდეთ, რომ კომპანიის უდიდესი შესაძლებლობები და საფრთხეები ხშირად კატეგორიის მიღმა იმალება. ხოლო, თუ სტრატეგია მხოლოდ არსებულ კონკურენტებსა და დღევანდელ კატეგორიის განმარტებებს ეფუძნება, იგი დიდხანსაც ვერ გაძლებს…

შეცდომა 2: სტრატეგიები, რომლებიც აგებულია დღევანდელობის მომავალზე მორგებით

აი, მაგალითად, როცა მოსახლეობის მაჩვენებლებს განიხილავენ, აქ ძირითადად მზარდ მოსახლეობას მოიაზრებენ, არადა, ახლა პირიქით ხდება — მოსახლეობა იკლებს! მასშტაბები კი ბიზნესებისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც შეიცვალა და ის, რაც ადრე უპირატესობას გთავაზობდათ, ახლა, პირიქით… მაგალითისთვის ინტერნეტმა პირდაპირ მომხმარებლამდე მიტანის უპირატესობა შემოგვთავაზა, სადაც ფართოდ გავრცელებული საცალო ვაჭრობის დისტრიბუცია აღარ არის იმდენად ეფექტური, რომ უპირატესობად ჩაითვალოს. 

ხოლო თუ ადრე ტელევიზორი და ბეჭდური მედია იყო, დღეს ეს Facebook-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა. თუ ადრე მხოლოდ დიდი წარმოების მქონე კომპანიებს შეეძლოთ წარმატების მიღწევა, დღეს Amazon Web Services მცირე წარმოების მქონე კომპანიებისთვისაც აჩენს შანსებს. რაც შეეხება დასაქმებას, აქაც ადამიანებს უკვე დიდ კომპანიებში კი არა, მეტად პატარა სამეწარმეო გარემოში ურჩევნიათ მუშაობა… ამგვარად, მომავალი ცვლილებების ხედვა წარსულს არ უნდა ეფუძნებოდეს. 

შეცდომა 3: სტრატეგიები, რომლებიც ტექნოლოგიურ ტრენდებს ეფუძნება

ჯერ Excel-ის ფაილები იყო, შემდეგ Powerpoint, შემდეგ Web3, მეტავერსი, ბლოკჩეინი, ახლა კი AI ყველგანაა… თანაც ფიქრობენ, რომ იმაზე უფრო ტრანსფორმაციული იქნება, ვიდრე აქამდე არსებული ტექნოლოგიები. თუმცა კომპანიაში AI-ის მომავალი უფრო მეტად იმას ეხება, თუ როგორ გამოიყენებენ მას ადამიანის შთაგონების გასაძლიერებლად და არა, ჩასანაცვლებლად. შესაბამისად, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, თუმცა სტრატეგია ტექნოლოგიების მიხედვით არ უნდა დაიწეროს. 

შეცდომა 4: სტრატეგიები, რომლებიც არ მოიცავს ტალანტების დინამიკას

ორგანიზაციაში არსებულმა თანამშრომლებმა ახალი სტრატეგიის შესახებ უნდა იცოდნენ და ამის მიხედვით მოქმედებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კომპანია ვერ გასცდება ბრენდირებულ მაისურებსა და ჭიქებს… ნებისმიერი სტრატეგია უნდა მოიცავდეს თანამშრომლების ტრენინგებს, რათა ისინი კომპანიის ახალი მიმართულებისა თუ სტრატეგიის შესაბამისი გახადონ.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მშვიდობით, იარაღო! ჰემინგუეიმ დაწერა და არა, ხელოვნურმა ინტელექტმა, ასე რომ, საქმე ტექნოლოგიებს კი არა, ნიჭს ეხება. შესაბამისად, თქვენი ტალანტების ზრდა, მართვა, მიზიდვა, შენარჩუნება და მათში ინვესტირება თქვენივე სტრატეგიული უპირატესობა იქნება. ამიტომ, მხოლოდ კონკურენტულ დინამიკაზე, ფინანსურ საზომებზე, ბაზრის წილზე ან სხვა მონაცემებზე ნუ კონცენტრირდებით. კომპანია მხოლოდ მაშინ იზრდება და ტრანსფორმირდება, როცა თანამშრომლები იზრდებიან და ტრანსფორმირდებიან. 

Petra Sea Resort ციხისძირში – საცხოვრებელი, დასასვენებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველი პროექტი

7 ავტომობილი, რომლებსაც 2025 წლისთვის დიდი ინტერესით ელიან