24
Oct
2018

4 სტრატეგია, რომელიც  გუნდის კრეატიულობას გაზრდის

24 Oct 2018

2012 წლის კვლევით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დასაქმებულთა 80%-ისგან მოითხოვენ,  უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე – კრეატიულები. არა და, ინოვაციები ხშირად სწორედ მაშინ იბადება, როდესაც კრეატივი და პროდუქტიულობა ერთმანეთს ერწყმის. ქვევით წარმოდგენილი სტრატეგიები ხელს შეუწყობს ხელმძღვანელებს, განივითარონ უნარები, რომ თვითონაც და თანამშრომლებიც მეტად შემოქმედებითები გახდნენ.

statiebi-bog
statiebi-bog

 

  • შექმენით კრეატიული იდეების მოფიქრების სტრატეგია. ბრეინშტორმინგი“ მართლაც ეფექტური გზაა იდეების მოსაფიქრებლად, მაგრამ თანამშრომლებს იდეების პირდაპირ შეთავაზების საშუალებაც უნდა მისცეთ. როდესაც  ხედავენ, რომ მათ ნაფიქრს ნელ-ნელა ხორცი ესხმება, ბევრად უფრო მოტივირებულები და მიზანდასახულები ხდებიან.
  • იხელმძღვანელეთ კითხვების დასმით და არა კარნახით. როდესაც თანამშრომლები დაინახავენ, რომ პრობლემების მოგვარებასა და სიტუაციების გადააზრებას კითხვების დასმით ცდილობთ, მოუნდებათ, ეს სტრატეგია თავიანთ აზროვნებასა და გამოცდილებაშიც დანერგონ.
  • შეასუსტეთ იერარქიის მნიშვნელობა თანამშრომლებთან მიმართებაში. კარგი და ეფექტური იდეების წყარო, შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი გახდეს. სწორედ ამიტომ, იერარქიას ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება – საინტერესო იდეები ერთანაირად შეიძლება მოუვიდეს მაღალ და დაბალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელს.
  • უარყავით წარუმატებელი იდეების სტიგმა. ხშირად სხვადასხვა დამკვიდრებული წესის გამო „წარუმატებელი” იდეებისთვის ბრძოლა ხელმძღვანელებს არ სურთ. ეს, ზოგჯერ, საკუთარ თავში ეჭვის შეტანის გამო ხდება ან კრიტიკა ახდენს გავლენას. თუმცა, თუკი შემოქმედებითობაზე გაქვთ პრეტენზია, ამგვარი იდეების სტიგმა აუცილებლად უნდა დაანგრიოთ. 

 

წყარო: Inc.com



განხილვა