13
Dec
2018

4 მომსახურება, რომელიც „აუთსორსზე“ უნდა გაიტანოთ

13 Dec 2018

კომპანიიის გაფართოებისა და ბიზნესის განვითარებისთვის, ზოგჯერ, უკეთესია, დამატებითი რესურსი გამოიყენოთ. არსებობს რამდენიმე მომსახურება, რომლებიც აუცილებლად „აუთსორსზე“ უნდა გაიტანოთ, თქვენ კი მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

არასოდეს მოცდეთ წვრილმანებზე. ასე , კვირის განმავლობაში, საკმაოდ დიდ დროს დაზოგავთ, სამაგიეროდ, უკეთ შეძლებთ კონცენტრირებას სერიოზულ თემებზე. პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, თანამშრომლების, პარტნიორების ან კლიენტებისთვის საჩუქრების შესარჩევად სპეციალური კადრის აყვანაა. სასაჩუქრე ბარათის ან ბოლო წუთს, ყვავილების შეკვეთას, ნამდვილად სჯობს, დაიქირაოთ ადამიანი, ვინც თქვენ მაგივრად, შეარჩევს და შეიძენს საჩუქარს. ასე ყველა კმაყოფილი იქნება. კიდევ ერთი საქმე, რაშიც აუცილებლად დაგჭირდებათ დახმარება, საქმიანი მიმოწერაა. როგორც წესი, კომპანიის ხელმძღვანელობა დროის 24% დროს ელექტრონულ კომუნიკაციას – „მეილების“ წერას, შეხვედრების განრიგის შედგენას, სოციალურ ქსელებსა და „ონალინ“ პლატფორმების მართვას – უთმობს. ასე, რომ თუ ამ საქმისთვის კონკრეტული ადამიანი გეყოლებათ, ძალიან დიდი დროს დაზოგავთ.

თუ კომპანიის განვითარება გსურთ, დროს არ უნდა ჩამორჩეთ. ამიტომ, აუცილებელია, გყავდეთ კადრი, რომელიც თქვენს სფეროში არსებულ სიახლეებს მოუყრის თავს და დამუშავებული სახით გაგაცნობთ, ან შეგიდგენთ „მეინსტრიმული“ წიგნების, თუ პოდკასტების სიას. ასე ყველაფრის საქმის კურსში იქნებით და კონფერენციაზე, მიღებაზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებაზე კოლეგებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია არ გაგიჭირდებათ, ყველა მიმდინარე თემაზე საუბარს შეძლებთ. და ბოლოს, აუცილებლად დაიხმარეთ პროფესიონალი ბლოგერი. კომპანიის ბლოგი და გვერდები სოც. ქსელებში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი, მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაში გეხმარებათ, კონტენტი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი ბრენდის იმიჯს. ამიტომ, ამ საქმისთვის ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი კადრი დაგჭირდებათ.

წყარო: Inc. com



განხილვა