in

4 მარტივი გზა, როგორ უნდა ვაქციოთ მარცხი წარმატებად

კარგ ლიდერებს ესმით, რომ მარცხი კარიერის თანმდევი მოვლენაა. მათ ასევე იციან, რომ წარუმატებლობა ხშირად ყველაზე კარგ გამოცდილებად იქცევა ხოლმე, რაც მომდევნო აღმავლობას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოვემზადოთ იმისთვისაც, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის სასურველ შედეგს არ გამოიწვევს. როგორც სხვადასხვა კომპანიის პრაქტიკა გვიჩვენებს, ამგვარი მიდგომით საუკეთესო ბიზნეს-სტრატეგიები ყალიბდება.

წარმოგიდგენთ ოთხ გზას, რომელიც ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ,  თუკი სურთ, თავიანთი გუნდი მზად იყოს წარუმატებლობისთვის და აქედან საუკეთესო გამოცდილების მიღება შეძლოს:

თანამშრომელთან მუშაობის/ურთიერთობის პროცესში აუცილებლად გამოხატეთ, რომ მარცხი სამუშაოს ყოველთვის თან ერთვის და რისკებზე წასვლა ყველა შემთხვევაში საჭიროა.

როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება, წავიდეს რისკზე, მაშინ, როცა წარუმატებლობისთვისაც მზად არის, ყველაზე ეფექტურად მუშაობს. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში, მისთვის აშკარაა, რა დამოკიდებულება აქვს უფროსს ამგვარი საკითხებისადმი და ნაკლებად ეშინია ნაბიჯების გადადგმის.

ასწავლეთ თანამშრომლებს, რომ მარცხი ხშირად ხდება ინოვაციების გამომწვევი.

ლიდერებს ხშირად უჭირთ მუშახელთან წარუმატებლობებზე საუბარი. ეს კი ხშირად იმიტომ ხდება, რომ თავად სიტყვას ვანიჭებთ ზედმეტად უარყოფით მნიშვნელობას. რეალურად კი, ხდება ისეც, რომ ერთ დღეს მოგვრილი მარცხი მეორე დღეს ინოვაციად იქცევა. ამგვარი სიტუაცია საშუალებას გვაძლევს, უკეთესად დავინახოთ საქმიანობის ყველა მხარე. წარმატებას ერთი კონკრეტული გზა არ გააჩნია, სრულიად შესაძლებელია, წარუმატებლობა იქცეს ინოვაციად, რომელიც ბიზნესს ახალი პერსპექტივებისკენ გაუხსნის გზას.

გამოიმუშავეთ მეთოდები, რომლითაც წარუმატებლობის შანსებს შეამცირებთ.

სხვის შეცდომებზე სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა. გუნდი ყოველთვის ფოკუსირებული უნდა იყოს სხვა კომპანიების/ბიზნესების პრაქტიკაზე. იმაზე, თუ რამ უბიძგათ მათ, განეცადათ წარუმატებლობა. სწორედ ასეთი მიდგომით, ყალიბდება მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც მარცხის შანსი მცირდება.

გააანალიზეთ, რამ მოგიტანათ წარმატება.

ხშირად ჩვენ მხოლოდ წარუმატებელ გამოცდილებაზე ვფოკუსირდებით და გვავიწყდება ყველა წარმატება, რაც კი აქამდე გვქონია. სწორედ ამიტომ, დეტალურად დააკვირდით, რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი ბიზნესის წარმატება და შეიმუშავეთ გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებთ.

წყარო: Inc.com



GOT-ის მე-8 სეზონის გამოსვლის დრო

Pornhub: რა შედეგი მოაქვს პორნოს ყურებას?