21
Nov
2018

4 გზა მოტივაციის საპოვნელად

21 Nov 2018

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც დაღლილობა პიკს აღწევს. მიზნამდე მისაღწევი გზა ხშირად ზედმეტად გრძელი ან გაუკვალავი გვეჩვენება. სირთულეები პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, მოტივაციაზე. თუმცა, ასეთ მომენტებში კარგად ვიცით, რომ დანებების დრო არ არის. თუკი ასე მოვიქცევით, ყველა ჩვენი აქამდე არსებული დამსახურება და ნამოქმედარი წყალში ჩაიყრება. თუკი, ჩვენ წინაღობებთან შევჩერდებით და მათ გადალახვას არ ვეცდებით, აქამდე ნაგრძნობ კმაყოფილებას აზრი დაეკარგება.

statiebi-bog
statiebi-bog

გთავაზობთ ხუთ გზას, რომელიც დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ მოტივაცია ყველაზე რთულ მომენტებშიც კი:

იპოვეთ პარტნიორი/თანამოაზრე

ცხოვრებაში წარმატება მხოლოდ ფულით და ცოდნით არ განისაზღვრება, ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება შევიძინოთ, არის ურთიერთობები. როდესაც რაიმეს კეთების პროცესში ვართ, ადამიანები გვეხმარებიან, შევინარჩუნოთ საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ვიყოთ მეტად შთაგონებულები და, რაც მთავარია, ძალიან გვეხმარება ერთი ფაქტორი: ჩვენი სჯერათ. ასე რომ, როდესაც იგრძნობთ, თქვენი მოტივაცია ნელ-ნელა იკლებს, მოიკრიბეთ გარშემო ისეთი ხალხი, რომელსაც ენდობით და მათთან ერთად თავს კარგად გრძნობთ. გაუზიარეთ თქვენი მიზანი სხვებსაც და იყოლიეთ პარტნიორი – საქმის კეთება ასე უფრო მარტივია.

გახადე კეთების პროცესი მხიარული და საინტერესო

იმისათვის, რომ საქმიანობა უფრო მხიარული გაეხადა, მოცარტი სკამზე გაწოლილი უკრავდა პიანინოს. ამ დროს მისი გონება სულ სხვანაირად აზროვნებდა. საათობრივი რუტინის დაძლევას იგი ასე ახერხებდა. მოიფიქრეთ გზა, რომლითაც საქმის კეთებას უფრო მეტი მოტივაციითა და სურვილით შეძლებთ.

შეცვალე გზები, რომლითაც საქმეს აკეთებ

ყველა გზა რომში ნამდვილად არ მიდის, როგორც ამას ცნობილი სენტენცია გვეუბნება, თუმცა, ამ ქალაქში წასასვლელად უამრავი გზა არსებობს. ასევეა ჩვენს მიზნამდე სავალი გზებიც. აუცილებელი არაა, ერთ და, რაც მთავარია, ნაცად, სტერეოტიპულ გზას მივყვებოდეთ, იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. შეცვალეთ მეთოდები – მაგალითად, თუკი წიგნს წერთ, აუცილებელი არაა, შესავლით დაიწყოთ, დაიწყეთ იქიდან, საიდანაც გინდათ. შეგიძლიათ, არ გაწელოთ წერის პროცესი, ხოლო თუკი ხასიათზე არ ხართ, სრულიადაც გადადოთ. ხანდახან ვალდებულებებს თავად ვუქმნით საკუთარ თავს და ამიტომ ვიტანჯებით.

იპოვე შენი “რატომ?”

როდესაც მოტივაციის სიმცირეს იგრძნობთ, დაფიქრდით, რატომ გაუდექით იმ გზას, რომელზეც ახლა დგახართ. რატომ დაიწყეთ კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვა? როგორ ფიქრობთ, ღირებულია ეს მიზანი თქვენთვის? ისწავლეთ კითხვების დასმა საკუთარი თავისთვის და განაგრძეთ ეს პროცესი მანამ, სანამ ყველაზე ღრმა და საფუძვლიან “რატომ?-ს” არ იპოვით საკუთარ თავში.

საკუთარი მიზნებისთვის უარის თქმა მხოლოდ საკუთარ მიზნებზე უარის თქმას არ გულისხმობს – ეს საკუთარ თავზე უარის თქმას ჰგავს. არ მისცეთ უფლება სირთულეებს, ცუდ ამინდს, ემოციურ განწყობას უარი გათქმევინოთ იმაზე, რაზეც დიდ ხანს ოცნებობდით. წარმოიდგინეთ შედეგი და იცხოვრეთ, როგორც ამ შედეგისთვის მებრძოლმა ადამიანმა.

წყარო: Inc.com



განხილვა