in

ნახეთ: 40 წამიანი ანიმაცია ტექტონიკური ფილების მილიარდ წლიან მოძრაობას გვიჩვენებს

ის გეოლოგიური ჩანაწერების საფუძველზე შეიქმნა

მეცნიერებმა ტექტონიკური ფილების მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოდელი შეადგინეს, რომელშიც მილიარდ წლიანი მოძრაობები 40 წამამდეა შეკუმშული. ისინი ფაზლის ნაწილებივით ფარავს დედამიწას და როდესაც მილიარდობით წლების ცვლილებას ერთიანად ვადევნებთ თვალს, საოცარი სანახაობა იქმნება.

“ადამიანის დროის მიხედვით, ყოველწლიურად ყველაფერი ერთი სანტიმეტრით გადაადგილდება, მაგრამ როგორც ვიდეო გვიჩვენებს, კონტინენტები სხვადასხვა დროს ყევლგან იყვნენ. ანტარქტიდის მსგავსი ადგილი, რომელიც დღეს ცივი და ყინულოვანია, ერთ დროს საკმაოდ სასიამოვნო, თბილი და დასასვენებისთვის იდეალურად შესაფერისი იყო” – ამბობს გეოლოგი მაიკლ ტეტლი.

გარდა იმისა, რომ 40 წამიანი ანიმაცია, რომელიც გეოლოგიური ჩანაწერების საფუძველზე შეიქმნა, საკმაოდ სანახაობრივია, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა პროგნოზს უნდა ელოდნენ მეცნიერები – რამდენად მდგრადი იქნება ჩვენი პლანეტა უახლოეს მომავალში და სად შეიძლება ვიპოვოთ ლითონის რესურსი, რომელიც ენერგიის მისაღებად და სუფთა მომავლის უზრუნველსაყოფად გვჭირდება.

“პლანეტა დედამიწა წარმოუდგენლად დინამიკურია. ზედაპირი შედგება ფილებისგან, რომლებიც მუდმივად ეჯახება ერთმანეთს” – ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სპეციალისტი სადინ ზაჰიროვიჩი.

მეცნიერები აღიარებენ, რომ მათი ნამუშევარი არ მოიცავს უფრო სიღრმისეულ დეტალებს და პასუხგაუცემელი რჩება ისეთი კითხვები, როგორიცაა როდის და როგორ წარმოიქმნა პირველად ტექტონიკური ფილები.

adjarasport-მა უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports Eurasia შეიძინა

„აჭარაბეთმა“ სრულიად განახლებული, თანამედროვე და დინამიკური პოკერი წარადგინა