in

ცალმხრივი სუპერგამტარით კომპიუტერი 400-ჯერ სწრაფად იმუშავებს

დიახ, კომპიუტერები 400-ჯერ სწრაფი გახდება, თქვენ კი ენერგიის დაზოგვას შეძლებთ. ალბათ, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებადაც გეჩვენებათ, მაგრამ სუპერგამტარების საშუალებით ეს მალე რეალობად იქცევა. TU Delft-ის მკვლევართა ჯგუფმა მსოფლიოში პირველად ცალმხრივი ზეგამტარი ნულოვანი წინააღმდეგობით წარმოადგინა — იგი საწინააღმდეგო მიმართულებიდან მოსულ ნებისმიერ სიგნალს ბლოკავს. 

მეცნიერებმა სუპერგამტარში მიმართულების გასაკონტროლებლად ალტერნატიული მეთოდი მაგნიტების გარეშე შეიმუშავეს. ამისთვის ახალი კვანტური მასალაც გამოიყენეს, სახელწოდებით Nb3Br8. ეს უკანასკნელი გრაფენის მსგავსი და თხელია. თეორიულად კი მას საკუთარი ელექტრული დიპოლიც აქვს… საბოლოოდ, გუნდმა ე. წ. კვანტური მასალის ჯოზეფსონის შეერთება (JJ) ორი სუპერგამტარით შექმნა და ისინი ერთმანეთისგან სწორედ Nb3Br8 ფენით გამოყო.

ტექნოლოგია, რომელიც ადრე მხოლოდ ნახევარგამტარების საშუალებით მიიღებოდა, თეორიულად, ახლა სუპერგამტარებითაც შეგვიძლია მივიღოთ. შედეგი უფრო სწრაფი კომპიუტერებია, რაც ყველა სოციალურ თუ ტექნოლოგიურ აპლიკაციაზე დადებითად აისახება. გამოდის, თუ გასული ეპოქა ნახევარგამტარების იყო, ახლა ეს, შესაძლოა, სუპერგამტარების საუკუნე გახდეს, — ამბობს მაზარ ალი, ასოცირებული პროფესორი.

მეცნიერებმა JJ-ს ეფექტურობის შესამოწმებლად მრავალი მოწყობილობა ააგეს, ტესტირება კი წარმატებული აღმოჩნდა — ყოველ ჯერზე იგი მაგნიტური ველის გამოყენების გარეშე ძლიერ ცალმხრივ ენერგიას უშვებდა. როგორც ამბობენ, ჩვენი ტექნიკის JJ სუპერგამტართან ადაპტირებაც საკმაოდ მარტივი და იაფი იქნება… თუმცა აქაც არსებობს ერთი გამოწვევა — ცალმხრივი გამტარის  გამოყენების საკითხი ოთახის ტემპერატურაზე ჯერ არ არის შესწავლილი, რადგან აქამდე ტესტები უკიდურესად ცივ -196 °C-ზე ტარდებოდა. TU Delft-ის გუნდი კი ამ საკითხის გადაჭრას Tc სუპერგამტარების გამოყენებით აპირებს. ხოლო თუ ამას შეძლებენ, მასობრივი წარმოებაც მალევე დაიწყება…

არსებობს საკმაოდ რეალური შანსი, რომ ინდუსტრიაში რევოლუცია მოვახდინოთ, — აცხადებს ალი.

საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ “Bank of Georgia Update – ტექნოლოგიების დღეს”

Louis Vuitton-მა ვენეციის ისტორიული კიოსკები განაახლა