in

$4,447,847.53 -ად შეფასებული ჟურნალი ვოგი

სექტემბერი მოდის სამყაროში იგივეა რაც იანვარი, ამიტომ ყველა რედაქცია სექტემბრის ნომერს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ცდილობენ მასში ყველაზე მეტი ინფორმაცია მოათავსოს.

BOG

VOGUE-ი 2013 წლის ნომერი 902 გვერდიანია და ამჯერად “მოდის ბიბლიაში” 70% რეკლამა და 30% ინფორმაციაა.

სინგაპურელმა კოპირაითერმა ჯოზეფ ჯეი დევისმა მონაცემებით ისარგებლა და გადაწყვიტა VOGUE-ის სექტემბრის ნომრიდან ყველა რეკლამა ამოეჭრა ან შავი მარკერით დაეფარა.

” ჟურნალიდან რისი ამოჭრაც შეიძლებოდა ამოვჭერი, ზოგ ფურცელზე სტატია და რეკლამა ერთად იყო, რადგან მაგ ფურცლებს ვერ გადავაგდებდი, გადავწყვიტე რეკლამა შავი მარკერით გამეფერადებინა. შემდეგ გადავთვალე ჟურნალში რეკლამის განთავსების ფასი და აღმოჩნდა, რომ რეკლამის ამოწერით მე $4,447,847.53 ვიზარალე.

ამიტომ ჩემი სექტემბრის ნომერი 12 დოლარის ნაცვლად $4,447,847.53 ღირს, სამაგიეროდ მასში მხოლოდ საჭირო ინფორმაციაა და არანაირი რეკლამა”.

3

“ყურადღებით გზებზე” – გამაფრთხილებელი კამპანია

საღეჭი რეზინების საუკეთესო რეკლამები