in

ნახეთ: ემოციური ანიმაცია დაუნის სინდრომის მქონე ბიჭზე

ანიმაციაში არის რაღაც, რასაც ხშირად ცრემლებამდე მივყავართ. მსგავსი ეფექტი ამჯერად ანიმაციის სახით წარმოდგენილმა რეკლამამ — სახელწოდებით „47“ — შემოგვთავაზა. ეს სტოპ-მოუშენის ნამდვილი შედევრი, სულ რაღაც 6 წუთის ხანგრძლივობისაა, მაგრამ მოგიწოდებთ, ყველა საქმე გადადოთ და ემოციურად მოემზადოთ საყურებლად.

BOG
BOG

„47“, რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა 2024 წლის კანის ლომების ფესტივალზე, მოგვითხრობს დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის, რობერტის ამაღელვებელ ისტორიას. დახვეწილად შექმნილი თოჯინებისა და მინიატიურული კომპლექტების საშუალებით, თვალყურს ვადევნებთ რობერტს, რომელიც მუდმივი უარყოფისა და გარიყულობის წინაშე დგას. ცხოვრების მშფოთვარე გზაზე კი დედის სიყვარული, რომელიც სიმბოლურად წარმოდგენილია ყვითელი შარფის სახით, თანამგზავრად და მფარველად მიჰყვება.

ანიმაცია შექმნილია Café Joyeux-ისთვის, არაკომერციული კაფეების ქსელისთვის, რომელიც ინტელექტუალური და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (IDD) ასაქმებს. Zombie Studio-ში, სადაც ანიმაცია შეიქმნა, დაახლოებით 130 მხატვარი მუშაობდა წარმოებასა და პოსტ-პროდაქშენში. სამხატვრო დირექტორმა ბრუნო ჯეიკობმა და მისმა ქალიშვილმა ლუნამ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, ერთად დააპროექტეს რობერტის მთავარი გმირი. მათ შექმნეს თოჯინას 11 ვერსია, ასაკით 5-დან 47 წლამდე, სიმაღლე 10-20 სმ; ანიმაციაში მხოლოდ სამი მათგანი მოხვდა.

Zombie Studio-მ ასევე შექმნა რვა მინიატიურული ნაკრები (როგორიცაა Café Joyeux-ის ინტერიერი) და დაახლოებით 400 რეკვიზიტი, მათ შორის პაწაწინა კრუასანი, ნამცხვრები, ყავის ფინჯნები და სკამები.

„გვსურდა მგრძნობიარე და შთამაგონებელი ამბავი სათამაშოების დახმარებით გვეთქვა და შეგვექმნა მარტივი, ელეგანტური ანიმაცია“, — ამბობს რეჟისორი პაულო გარსია. 

არქი უკვე რუსთავშია – არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

ტოტალური ფანკის ეფექტი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე