in ,

ოქროს გამოწვევა ოლიმპიური ჩემპიონისგან, რომელიც უკვე 48 წელია ერთ სადღეგრძელოს ელის

ბობ ბიმონი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელიც უკვე 48 წელია ელოდება სანატრელ მომენტს სადღეგრძელოს სათქმელად და ჭიქის ასაწევად.

 

 

საქმე ისაა, რომ ბობმა 1968 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი (8,9 მეტრი) დაამყარა, რომლის მოხსნასაც მას შემდეგ ვერცერთი სპორტსმენი ვერ ახერხებს.

ბიმონი მსოფლიოში ერთადერთი ათლეტია, რომელმაც ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეძლო საკუთარი რეკორდით ტკბობა. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. ბობი უკვე სულმოუთქმელად ელის იმ სპორტსმენის გამოჩენას, რომელიც მანძილს გაზრდის და მასთან ერთად ერთ კათხა ლუდს გაიზიარებს. დიახ, ბობმა გადაწყვიტა მომავალი რეკორდსმენი ერთ ლუდზე დაპატიჟოს და გამარჯვება მიულოცოს.

სპეციალურად ამ გრანდიოზული მოვლენისთვის, ლუდის ქარხანამ AB InBev, რომელიც ისეთი ცნობილი სასმელების მომწოდებელია როგორებიცაა:  Budweiser,  Corona და Stella Artois, წამოიწყო კამპანია #ყველასგვიყვარსლუდი. კამპანიის მიზანია სასმელის მეტი პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის იმ აზრის მიწოდება, რომ ლუდი ჯანსაღ ცხოვრებას ხელს სულაც არ უშლის და პირიქით, უხდება კიდეც.

დროის ათვლა დაწყებულია, ვნახოთ, თუ მოახერხებს რომელიმე სპორტსმენი ახალი რეკორდის დამყარებას და თუ ეღირსება ბობი 48 წლის ნანატრ სადღეგრძელოს. 

Smirnoff-ი თქვენი სელფისგან ინდივიდუალურ კოქტეილს ქმნის

მართე საკუთარი თავი! – ვიდეო ჩემპიონზე, რომელმაც 28 ოქროს მედალი მოიპოვა