in

რას ვრისკავთ მანქანის ამერიკიდან ჩამოყვანისას

„მანქანების ჩამოყვანა” – ეს ის სერვისია, რომელსაც უკვე დიდი ხანია ქართველი მომხმარებელი იცნობს. ყოველდღიურად ბევრ სარეკლამო განცხადებას შეხვდებით: მანქანები გერმანიიდან, მანქანები იაპონიიდან, მანქანები აშშ-იდან და სხვა. თუმცა ერთია ფერადი ბანერი, ხოლო მეორეა რეალობა, რომელსაც ხშირად არც ისეთი სასიამოვნო განვითარება აქვს ხოლმე. მომხმარებელი ბოლომდე ენდობა დილერს, თავად ნაკლებ ინფორმაციას ფლობს როგორც მანქანის, ისე მისი იმპორტის შესახებ და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საბოლოოდ, მოტყუებული და იმედგაცრუებული დარჩენილა.

ამ სტატიაში, კომპანია 4Dealer-თან ერთად ვეცდებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ რისკების შესახებ, რომლებიც მანქანის იმპორტს ახლავს. აღნიშნული რჩევები სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებასა და ფულის სწორად დახარჯვაში დაგეხმარებათ, როცა მანქანის შეძენაზე იფიქრებთ.

რა უნდა ვიცოდეთ ვადების შესახებ

ყველა ჩვენგანს ჰყავს სანაცნობოში ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელსაც შეუძენია ავტომობილი ამერიკის ავტოაუქციონზე და ჰქონია მოლოდინი, რომ მანქანას 2-3 თვეში მიიღებდა, თუმცა რეალურად ეს ვადა 5-6 თვემდე გაგრძელებულა. ასეთ დროს აუცილებელია, მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს აუქციონის შესახებ. მაგალითად, იცოდეს, რომ ჩამოსვლის ვადები დამოკიდებულია იმ შტატზე, თუ საიდან მოდის ავტომობილი. აგრეთვე, მომხმარებელმა ხშირად არ იცის, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და რა აქციოს თავის პრიორიტეტად – ჩამოყვანა მოკლე დროში თუ უფრო დიდხანს ლოდინი, მაგრამ სასურველი, ნაკლებად დაზიანებული მანქანის ყიდვა.

გზაში დაზიანებული მანქანების შესახებ

ხშირი პრობლემაა შეუსაბამობა ავტოაუქციონზე ონლაინ დათვალიერებულ ფოტოებსა და უკვე ადგილზე ნანახ მანქანას შორის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ვებგვერდზე ნაკლის დაფარვის მიზნით შერჩეული ისეთი ფოტოები, რომლებზეც ხარვეზი არ ჩანს და ისიც, რომ ხშირად ავტომობილები ტრანსპორტირებისას, გზაში ზიანდება. სწორედ ამიტომ, სასურველია ითანამშრომლოთ ისეთ კომპანიასთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და დაუსვათ მას შესაბამისი კითხვები, თუ რა ხდება იმ დროს, როცა არჩეული მანქანა დეფექტით ჩამოდის თქვენამდე.

დაზიანებული ავტომობილის ყიდვის შესახებ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არ უნდა გამოგვრჩეს, დაზიანებული ავტომობილის ყიდვის რისკია. ზოგიერთი მომხმარებელი გააზრებულად ყიდულობს მცირე დეფექტის მქონე მანქანას, რადგან ის უფრო ბიუჯეტურია და ფიქრობს, რომ ადგილზე შეძლებს მის შეკეთებას, თუმცა აქაც არის კითხვები, რომლებიც უნდა დავსვათ და პასუხები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა გამოვკითხოთ კომპანიას, თუ რა დონის დაზიანებაა მანქანაზე, საქართველოში რა ეღირება მისი გამოსწორება და რამდენად სანდოა ამ დეფექტით მანქანის ყიდვა.

გაუთვალისწინებელი წუნის შესახებ 

ყველაზე მარტივი ცოდნა, რაც შეიძლება დამწყებმაც კი გაითვალისწინოს, არის ავტოაუქციონზე სადაზღვევო კომპანიის მიერ განთავსებული მანქანის შერჩევა. მეტი შანსია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავტომობილი უფრო სანდო იყოს, ვიდრე რიგითი მომხმარებლის მიერ განთავსებული.

ავტოიმპორტის დროს, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად ხდება ტრანსპორტის დაზიანება.   სწორედ ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე  შესამცირებლად ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ჩვენ მიერ  შეძენილი ტრანსპორტის გახსნას.

იმ შემთხვევაში, თუ  ტრანსპორტს აღენიშნება გაუთვალისწინებელი წუნი, ჩვენი თანამშრომელი ადგილზე ახდენს მის დასურათებას, ხოლო ჩვენი გუნდი მის შეფასებას და სრულად ანაზღაურებას”, – გვეუბნება ზურაბ გადელია, 4Dealer Auto Import-ის ხელმძღვანელი.

გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ

მანქანის იმპორტისას ხშირად ჩნდება ფარული ხარჯები, რომლებიც თავიდან არ გქონდათ გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსების დაზოგვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი პირობაა, იმპორტიორმა კომპანიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი და აარიდოს ის ზედმეტ ხარჯებს. 

ჩვენი მიზანია, ყველა რისკის გათვალისწინება, რათა მომხმარებელი ნებისმიერი პრობლემისგან დაზღვეული იყოს, რაც ტრანსპორტირებას შეიძლება ახლდეს. ჩვენთვის პოტენციური დაზიანებაც დაზიანებად ითვლება, სწორედ ამიტომ განსაზღვრული გვაქვს ზიანის ყველა ის დეტალი, რომელიც მანქანას შესაძლოა მიადგეს ზღვასა თუ ხმელეთზე, საბაჟოზე თუ ნებისმიერ ადგილას, სანამ ის სახლის კართან არ აღმოჩნდება. როდესაც მომხმარებლისთვის ვიწყებთ ტრანსპორტის შერჩევას, ყოველთვის ვამოწმებთ მის სრულ ისტორიას, რის შედეგადაც მანქანის შეძენის რისკებს მინიმუმამდე ვამცირებთ. 4Dealer-ის მთავარი პრიორიტეტი არის მომხმარებლის კმაყოფილება. მთელი ბიზნეს სტრუქტურაც ამაზე გვაქვს აწყობილი. ვგულისხმობ იმას, რომ გვყავს გუნდი, რომელიც ყველა საჭირო დეტალშია კომპეტენტური, იქნება ეს შეფასება, შერჩევა თუ ლოჯისტიკა. ჩვენი კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას შესაძენი ავტომობილისა თუ მოტოციკლის შეფასებაში, ხოლო უკვე შეძენილის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირებაში”, – ზურაბ გადელია.

4Dealer-ის შესახებ

4Dealer Auto Import  დიდი და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კომპანიაა. 11 წელია, ის წარმატებულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და უკვე ერთი წელია, რაც ამ გამოცდილებას საქართველოს ბაზარზეც იყენებს. კომპანიის მთავარი საქმიანობა ამერიკის ცნობილი აუქციონებიდან ავტომობილებისა თუ მოტოციკლების იმპორტია, თუმცა, ამავდროულად, აქტიურად მუშაობს სადილერო მიმართულების განვითარებაზე. კომპანია დამწყებ თუ უკვე გამოცდილ დილერებს უმარტივებს იმპორტის პროცესს და ეხმარება მათ ამ მიმართულებით პროფესიონალური გამოცდილების დაგროვებაში. მომდევნო წელს კომპანია ფილიალების გახსნას საქართველოს რამდენიმე რეგიონში გეგმავს, რათა გაუმარტივოს კომუნიკაციის პროცესი უკვე თბილისს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებსაც და დაეხმაროს მათ სასურველი ავტომობილის რისკების დაცვით ჩამოყვანაში.

[R]

კვადრატული თვალების მქონე ბიჭი BBC-ის კრეატიულ რეკლამაში

ქართულმა კომპანიამ Bloom Music-მა Sony Music Publishing-თან და Extreme Music-თან ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი