31
Jan
2015

ომი იწყება ! 4G მოდის ! Beeline-ი ლიდერობისთვის ემზადება ?

31 Jan 2015

კობი
კობი


უკვე წლებია საქართველოში 4G ინტერნეტის ჩართვა იგეგმება. ბოლო ინფორმაციით სამივე ქსელი მომხმარებელს სწრაფ ინტერნეტს 1 თებერვლიდან შესთავაზებს. მანამდე კი ერთმანეთს მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ეჯიბრებიან.

მაგალითად, 27 იანვარს Beeline-ის Facebook გვერდზე გამოჩნდა ასეთი პოსტერი:

ბილაინი ინტერნეტი

28 იანვარს კი მაგთისგან  “მოფრინდა ასი რაკეტა და ბილაინის ბოინგი ჩაკეტა” 🙂

4G - magti

სანამ მაგთიში ტორტს ჭრიდნენ, ბილაინში საკუთარ წარსულსა და მომავალზე რეკლამას იღებდნენ.

4g ტორდი

რეკლამა პატარა ბავშვის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის წარსულიც ბილაინთანაა გაიგივებული. თუ ვიდეო რგოლის ბოლო კადრს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით თუ როგორ წარმოუდგენიათ ბილაინის მომავალი მის ავტორებს. ბილაინი იქნება პირველი, მეორე მაგთი, ბოლო კი ჯეოსელი – სწორედ ეს არის ამ ვიდეოს მთავარი მესიჯი.

 

გამოდის რომ 1 თებერვლიდან “ახალი ბილაინი”, როგორც ეს რეკლამაშია აღნიშნული, აკეთებს განაცხადს, რომ ის არა მეორე ადგილისთვის, არამედ პირველობისთვის იბრძვის. საკითხს მარკეტინგის ჭრილში განხილვისას, აუცილებელია გავაანალიზოთ მთლიანი მდგომარეობა და არა უბრალოდ განაცხადები.

ამ დრომდე ბილაინი სიხშირის არ არსებობის გამო ვერ ფლობდა 3G სიხშირეს და შესაბამისად ნორმალურ ინტერნეტს. ახალი რეგულაციების წყალობით ის უკვე ფლობს 4G ინტერნეტს, რაც მას თანაბარ პირობებში აყენებს კონკურენტებთან, მაგრამ თანაბარი პირობები უპირატესობას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში რჩება მეორე მესიჯი, რომელიც ამ რეკლამაში გაჟღერდა -“ყველაზე დაბალ ფასად”. როგორც ჩანს 2015 წელი ძალიან საინტერესო იქნება სატელეკომუნიკაციო სივრცეში. “დაბალი ფასი”- როგორც კონკურენტული უპირატესობა არც თუ ისე ადვილი შესანარჩუნებელია, მაგრამ მთავარი კითხვა რაზეც 2015 წელს გახდება პასუხი ცნობილი, არის შემდეგი:

რამდენად მაღალია მაგთისა და ჯეოსელის მომხმარებლების ლოიალურობის დონე, რამდენად კარგად იმუშავეს ჯეოსელისა და მაგთის მარკეტინგში წლების განმავლობაში, ისეთი ლოიალური მომხმარებლების შეძენაზე, რომელიც მხოლოდ დაბალი ფასის გამო არ გადავა სხვა ქსელზე. ამ კითხვებს პასუხს დრო გასცემს. მანამდე კი გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში:

შეძლებს ბილაინი 4G-ს და დაბალი ფასის წყალობით გახდეს მეორე ან პირველი ოპერატორი ქვეყანაში? თქვენ პირადად გადახვალთ ამის გამო ბილაინზე? [თუ უკვე არ ხართ]



განხილვა