in

4Hospitals-ის ქალების ძალა და ინდივიდუალიზმი

წელს, სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის, 4Hospitals-ის მარკეტინგის გუნდმა ინდივიდუალური ილუსტრაციების საშუალებით აჩვენა კომპანიის თითოეული ქალის განსხვავებული პერსონაჟები.

ორგანიზაციაში წარმოუდგენლად დიდი როლი აქვთ ქალებს, მათი უნარების, ნიჭისა და პერსპექტივების უნიკალური ნაზავით და ილუსტრაციებიც სწორედ ამ მრავალფეროვნების შეხსენებაა.

4ჰოსპიტალსის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის, თათა იობიძის თქმით – „4Hospitals ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც ყველა ხმა გვესმის და ვაფასებთ, სადაც თანასწორები ვართ და არ გვეშინია ვიყოთ ის, ვინც ვართ.“

მადლობა თქვენი ინდივიდუალურობისთვის და საოცარი შინაგანი ძალისთვის.

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

4ჰოსპიტალსი სამედიცინო პროდუქციის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა, რომლის პარტნიორიც საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა.

კომპანია 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას და მუდმივად ზრუნავს დროული და უწყვეტი მომარაგების, მომსახურების სტანდარტის და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ეწვიეთ 4Hospitals-ის ვებ-გვერდს.

სტატიის ავტორი: ქეთევან ქოქიაშვილი

[პარტნიორის კონტენტი]

ქალების მხარდაჭერის ველი – მარტს ველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას უთმობს

შემოქმედებითი პროფესიების ახლებურად სწავლება – თბილისში კრეატივის სკოლა იხსნება