in

2024 – ცვლილებების წელი

სამედიცინო სფეროს და მარკეტინგის გადაკვეთის წერტილში, სადაც ინოვაციები და ემოციური კავშირები გადამწყვეტ როლს ასრულებს, 4Hospitals-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი თათა იობიძე გვიზიარებს ბრენდის წარმატებულ ისტორიებს, მიღწევებსა და გამოწვევების გადალახვის გზებს.

ინტერვიუ გაძლევთ შესაძლებლობას, დაინახოთ, როგორ იცვლება სამედიცინო მარკეტინგი ინოვაციური პროექტებით, ხელოვნების ინტეგრაციითა და ადამიანურ კავშირებზე დამყარებული სტრატეგიებით.

2024 წელი მარკეტინგისთვის ყოველთვის ბევრ გამოწვევასა და შესაძლებლობას მოიცავდა. რას მიიჩნევ შენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ?

„2024 წელს ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიგვაჩნია ჩვენი ბრენდის ცნობადობის მნიშვნელოვნად გაზრდა და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება. შევძელით ბაზარზე არსებული გამოწვევების გადალახვა და მარკეტინგული მიზნების მიღწევა კრეატიულობისა და ეფექტური თანამშრომლობის საფუძველზე.“

2024 წელს რომ შევაჯამოთ, რა იყო ის ერთერთი ძირითადი ნაბიჯი, რომელმაც ბრენდს ახალი სტანდარტები შეუქმნა?

„2024 წელს ჩვენი ბრენდისთვის ძირითადი გარდამტეხი ნაბიჯი იყო ახალი წამოწყების დანერგვა სამედიცინო სამყაროში – პირველი სამედიცინო პოდკასტების სერიის დაწყებით, რამაც კომპანიას ახალი სტანდარტები შეუქმნა.“

მარკეტინგის თვალსაზრისით, რა სირთულეები იყო ყველაზე დიდი და როგორ მოახერხეთ მათი გადალახვა?

„2024 წელს ჩვენი მარკეტინგული გამოწვევების ერთერთი მთავარი ასპექტი იყო პარტნიორებისა და მხარდაჭერების ნდობის შენარჩუნება, ისევე როგორც გაძლიერება კონკურენტულ ბაზარზე. ამ გამოწვევის დასაძლევად, დავნერგეთ პარტნიორებთან კომუნიკაციის ახალი სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებული იყო პრობლემების პრევენციაზე და პერსონალიზებულ მიდგომაზე. გარდა ამისა, გავაუმჯობესეთ მომხმარებელთან ურთიერთობა და ჩვენი მომსახურების უნიკალურობა დავნერგეთ ბაზარზე. ეს  ნაბიჯები არა მხოლოდ სირთულეების გადალახვაში დაგვეხმარა, არამედ ჩვენი ბრენდის პოზიციონირებაც გააძლიერა.“

წელს 4Hospitals-მა არაერთი ინოვაციური პროექტი განახორციელა. რომელ მათგანზე ხარ განსაკუთრებით ამაყი და რატომ?

„მიუხედავად იმისა რომ  4Hospitals მუდმივად სიახლეებს ნერგავს, არ ტოვებს არცერთ ღონისძიებას, კონფერენციას თუ გამოფენებს, მუდმივად იზრდება და ვითარდება ამ წელს დაწყებულ პროექტს გამოვყოფდი, ესაა პირველი სამედიცინო პოდკასტი რომელიც გვაჩვენებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ექიმებს თეთრი ხალათებით და მის მიღმა. აღნიშნული პოდკასტები შემეცნებითია და ყველასთვისაა ვისაც სურს გაიცნოს ექიმები და მოისმინოს მათი საინტერესო  ისტორიები.

არის თუ არა ბრენდის განვითარება მხოლოდ გაყიდვების ზრდა? რას ნიშნავს შენთვის ზრდა როგორც პროცესში, ისე შედეგში?

ბრენდის განვითარება მხოლოდ გაყიდვების ზრდით არ შემოიფარგლება.

ჩვენი კომპანიისთვის ზრდაბევრად უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესია. ეს ნიშნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ნდობის გაძლიერებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას შედეგად, გაუმჯობესებული სერვისები და ჩვენი ბრენდის რეპუტაციის გამყარება, როგორც პასუხისმგებელი და ინოვაციური კომპანიის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდამ პოზიტიური გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ მთლიანად კომპანიის განვითარებაზეც.“

პოდკასტების შექმნა აქტუალური გახდა ბევრ სფეროში. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფორმატს სამედიცინო სფეროს ბრენდისთვის?

„პოდკასტების მნიშვნელობა სამედიცინო სფეროში მჭიდროდ უკავშირდება განათლებას, ნდობის გაძლიერებას და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. პოდკასტების ფორმატი უნიკალური შესაძლებლობაა სამედიცინო სფეროსთვის, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ. ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, მარტივად და ეფექტურად ვესაუბროთ როგორც პაციენტებს, ისე პროფესიონალებს, იმ თემებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პოდკასტები არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტია, არამედ ნდობის შექმნის გზაც. პაციენტები ხშირად ეძებენ სანდო წყაროებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გასაგებად, და ეს ფორმატი ამის საშუალებას გვაძლევს.“

როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი, როგორ ხედავთ მარკეტინგის როლს ბრენდის ისტორიების მოყოლაში და აუდიტორიასთან კავშირის გაძლიერებაში?

„მარკეტინგის როლი ბრენდის ისტორიების მოყოლასა და აუდიტორიასთან კავშირის გაძლიერებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, სადაც ნდობა და ემპათია გადამწყვეტ როლს ასრულებს. როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი, მჯერა, რომ მარკეტინგი არ არის მხოლოდ სერვისების ან პროდუქტების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი ის არის საშუალება, რომლითაც ბრენდი თავის ისტორიას ჰყვება და აუდიტორიასთან ღრმა ემოციურ კავშირს ამყარებს. მარკეტინგი არის ხიდი ბრენდსა და აუდიტორიას შორის. ის საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ მათი საჭიროებები და მოლოდინები, და ამ ინფორმაციის საფუძველზე შევქმნათ შინაარსი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია.“

როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსპირაცია ახალი პროექტების დასაწყებად?

„ახალი პროექტების დაწყების მთავარი ინსპირაცია არის პარტნიორები, მათი საჭიროებები და გამოცდილებები, რომლებიც სამედიცინო სფეროში ყოველდღიურად გვხვდება. ამასთან, ინსპირაციას ვპოულობ ახალ ტენდენციებში და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებში. მჯერა, რომ ჩვენ, როგორც ბრენდი, უნდა ვიყოთ ცვლილებების ინიციატორები და ჩვენი ინოვაციებით შევიტანოთ დადებითი გავლენა ჩვენს მომხმარებლებზე, არამედ მთელ სექტორზე. ეს ხედვა და ჩვენი გუნდის შემოქმედებითი ენერგია ერთობლივად ქმნის ახალ იდეებს და მიგვიყვანს წარმატებულ პროექტებამდე.

როგორ ფიქრობ, 4Hospitals-ის ბრენდს რა ელოდება მომავალ წელს? არის რაიმე, რასაც განსაკუთრებით დიდი მოლოდინით ელით?

„კიდევ და კიდევ უფრო დიდი ზრდა და სიახლეები. 4Hospitals არის კომპანია რომელიც ფეხდაფეხ მისდევს ინოვაციებს და მუდმივად მზადაა სიახლეების მისაღებად, შესაბამისად ყოველ წელს სთავაზობს სიახლეებს მის პარტნიორებსაც. როგორ იბადება ახალი იდეები კომპანიაში გუნდის კოლაბორაციის, პარტნიორების საჭიროებების, უკუკავშირების და სიახლეების გაცნობის შედეგად იბადება ის იდეები რომელსაც გთავაზობთ 4Hospitals .ჩვენთვის პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყოთ სამედიცინო სფეროში ცვლილებების შემტანი ძალა, და მოუთმენლად ველით, რას მოიტანს 2025 წელი.”

ამგვარად . 2024 წელი 4Hospitals-თვის აღინიშნა როგორც ინოვაციებისა და წარმატებების წელი. მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობასა და მომხმარებელთან კავშირის გაძლიერებას ემსახურებოდა, არამედ სამედიცინო სფეროს ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებასაც.

წარმატებული კამპანიები, პირველმა სამედიცინო პოდკასტმა და ხელოვნების ჩართვამ მარკეტინგში დაამტკიცა, რომ 4Hospitals ინოვაციების გზაზე დგას და მზადაა, მუდმივად შესთავაზოს პარტნიორებს და მომხმარებლებს ახალი, გამორჩეული გამოცდილებები.

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/.

[პარტნიორის კონტენტი]

Dunkin’-მა დეოდორანტი გამოუშვა

როგორ დააღწიოთ თავი კორპორაციულ რუტინას