4Hospitals სამედიცინო პროდუქციის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას 250-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებისთვის.
27-28 აპრილს 4ჰოსპიტალსმა გახსნა განახლებული შოურუმი, სივრცე, რომლის ანალოგიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს და ამით ახალი სიტყვა თქვა სამედიცინო ბაზარზე.
შოურუმში წარმოდგენილი იმიტირებული პალატები და საოპერაციო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა 4Hospitals-ის სამედიცინო ავეჯითა და აპარატურით, პროდუქციის შესწავლისა და მათი მუშაობის პრინციპების ადგილზე გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიამ წარმოადგინა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ლაპარასკოპიული ინსტრუმენტები და აპარატურა, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ლაბორატორია, სამედიცინო ავეჯი, პლასტიკური ქირურგია და ა. შ. პროდუქცია შესაბამის განყოფილებებში ისეთი სიზუსტით განლაგდა, რომ შეექმნა კლინიკის ანალოგი, სადაც მნახველს შეუძლია გაეცნოს თითოეულ დეტალს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
„4Hospitals-ის მთავარი ნიშა ბაზარზე ინოვაციებსა და სიახლეებზე ორიენტირებულობა და უშუალო, თუმცა მაღალკვალიფიციური, ექსპერტული კომუნიკაციაა პარტნიორებთან. ვეცადეთ, ეს მკაფიოდ ყოფილიყო გამოხატული შოურუმის გახსნის ღონისძიებაზეც, სადაც პროდუქციის წარმოჩენის გარდა კომფორტული, სასიამოვნო გარემო შევქმენით ჩვენი სტუმრებისათვის“, — ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დავით წინწკალაძე.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შოურუმის გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა სამედიცინო სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი — ქირურგები, კლინიკის ადმინისტრაცია/მენეჯმენტი. დამსწრეები კომპანიის მიმართულების მენეჯერებისგან იღებდნენ ინდივიდუალურ პრეზენტაციას მათთვის საინტერესო პროდუქციაზე.

„4Hospitals ლიდერი კომპანიების ხუთეულშია და, თანაც, ყველაზე ახალგაზრდა თავის პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით. ჩვენ მიერ შექმნილი შოურუმი კიდევ ერთი ინოვაციაა, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე და ხაზს უსვამს კომპანიის მუდმივ სწრაფვას სიახლეებისკენ“, — აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გამყრელიძე.
4ჰოსპიტალსის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს მომხმარებელზე და დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხი სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე, ხოლო მის მთავარ აქტივს — საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შედეგად პარტნიორების მხრიდან მოპოვებული ნდობა.
თვალი ადევნეთ 4Hospitals-ის სიახლეებს:
https://www.facebook.com/4Hospitals
https://www.instagram.com/4.hospitals/
[R]











