in

4Hospitals-ის პროექტი #4ART – გამოფენა ღია ცის ქვეშ

სადღაც არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

მათ ცხოვრებაზე, ისტორიასა და ფიქრებზე კი არა, მათი არსებობის შესახებაც არაფერი გვსმენია.

4Hospitals-ში გაგვიმართლა და შემთხვევით, ყაზბეგის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის, სნოს ყოველდღიურობაში, მისი საყვარელი საქმის კეთების დროს შევხვდით მერაბ ფირანიშვილს.

სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში გადავიდა სასწავლებლად, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, თუ რისი გაკეთება სურდა. ქალაქში მერაბ ბერძენიშვილის მეზობლად აღმოჩნდა, რომელსაც მისი ბავშვობის ნახატები გააცნო, აკადემიაში ჩააბარა და ასე დაიწყო უცნობი მოქანდაკის შემოქმედებითი ისტორია.

გამოფენა ღია ცის ქვეშ.

ორი ქვის ერთმანეთზე დადებით დანახული ვეფხისტყაოსანი და პირველი ქანდაკება – ვეფხი და მოყმე.

„ხელოვნება ასეა, სიახლე ხომ უნდა გააკეთო. მიბაძვა არ მიყვარს, პლაგიატობა და მოპარვა. როგორც მეცნიერი რომ გააკეთებს აღმოჩენას, ისეა მხატვრობაშიც, შენით უნდა აღმოაჩინო. ისე რა აზრი აქვს.

ბუნება მინიშნებას მაძლევს, მხოლოდ ბუნების შექმნილი რომაა ან მხოლოდ ადამიანის, ისეთი ვერ გამოდის. ორივე უნდა იყოს შერწყმული. ბუნებას მივყვები მე და ის ჩემი მასწავლებელია“.

4ჰოსპიტალსმა მერაბი სწორედ იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახალი ქვა და ახალი ისტორია – გაცოცხლებული ფიროსმანი, რომელიც 4ჰოსპიტალსის სახელით საუკუნოდ დარჩება ყაზბეგის ულამაზეს მხარეში.

2023 წლიდან 4Hospitals-მა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი 4ART, რომელიც აერთიანებს საინტერესო ხელოვანებსა და მათ მრავალფეროვან ნამუშევრებს.

ხელოვნება არის ის სფერო, სადაც არ არსებობს ჩარჩოები, ისევე, როგორც 4ჰოსპიტალსში და ამიტომაც ავირჩიეთ ის“, – აცხადებს 4Hospitals-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი, თათა იობიძე.

4Hospitals არის სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების მიწოდებას 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებისთვის.

მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ერთიანდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია უწყვეტობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, სტანდარტებისა და სერვისის უმაღლესი ხარისხი.

4Hospitals – ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

ეწვიეთ 4ჰოსპიტალსის ვებგვერდს.

სტატიის ავტორი: ქეთევან ქოქიაშვილი

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ზემოქმედებს პარტნიორთან ერთად დალევა ჯანმრთელობაზე? — კვლევა

როცა ავტომობილის ამერიკის აუქციონზე შეძენას ფიქრობ