in

4Hospitals-ის ვიზიტი Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე

მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამედიცინო ბაზარზე მნიშვნელოვანია, რომ იყო დინამიკური, სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული. 

სიახლეებისკენ სწრაფვა, მაღალტექნოლოგიური პროდუქციით 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების უწყვეტად მომარაგება, ინოვაციების დანერგვა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი ჩართულობა — ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც კომპანია 4Hospitals ახორციელებს.

4ჰოსპიტალსი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერია საქართველოში, რომლის მთავარ ღირებულებასაც ხარისხის მაღალი სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებულობა წარმოადგენს.

მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ერთიანდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

27-29 სექტემბერს ქალაქ დუბაიში გაიმართა 4Hospitals-ის ექსკლუზიური პარტნიორის, Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა კომპანიების თანამშრომლობის განვლილი პროცესები და სამომავლო გეგმები.

Translumina არის კარდიოლოგიის და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სამედიცინო მოწყობილობების განვითარებისა და წარმოების სპეციალისტი კომპანია. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი ღირებულებაა ახალი პროდუქტებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივად გაუმჯობესება.

4ჰოსპიტალსის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით წინწკალაძემ, განაცხადა: „ჩვენ ვართ Translumina-ს ექკლუზიური პარტნიორები საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიის, როგორც სტენტების, ისე სახარჯი მასალების მიმართულებით. დღეს ჩვენს კომპანიას კარდიო-ინტერვენციის ბაზარზე უჭირავს 25% და ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა კარდიო-ინტერვენციონისტთან საქართველოში.

ჩვენი სტენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობითა და მაღალტექნოლოგიურობით. კომპანია ტრანსლუმინა ატარებს უამრავ კლინიკურ კვლევას როგორც გერმანიაში, ასევე ინდოეთში და აქტიურად თანამშრომლობს მიუნხენის კვლევის ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიცაა Dr. Kastrati და აქვთ სტენტების 10-წლიანი კლინიკური კვლევის შედეგები, რაც ძალიან დიდი ღირებულებაა ამ მიმართულების კომპანიისთვის.

4ჰოსპიტალსს ინტერვენციის მიმართულებით ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს — როგორც მიმართულების მენეჯერები, ასევე მისი წარმომადგენლები“.

Translumina-ს დამფუძნებლების მიერ ჩატარდა გალა დაჯილდოება, სადაც 4ჰოსპიტალსს გადაეცა ჯილდოები ყველაზე პერსპექტიული თანამშრომლობისთვის და მაღალი დონის თანამშრომლობისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დაჯილდოებაზე პარტნიორები წარმოდგენილები იყვნენ მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ 4Hospitals-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გამყრელიძე, აღმასრულებელი დირექტორი, დავით წინწკალაძე და მიმართულების მენეჯერი, რატი შალამბერიძე.

4ჰოსპიტალს აგრძელებს აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში და არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს.


სტატიის ავტორი: ქეთევან ქოქიაშვილი

[პარტნიორის კონტენტი]

„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

„აყევი ვარსკვლავებს” – როგორ შეიქმნა Starring Georgia-ს 2024-ის პრომოვიდეო