in

„საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია“ – ანიმაცია ბავშვთა ტრეფიკინგის ფარულ ნიშნებზე

ქუჩაში ბევრ რამეს ვხედავთ, თუმცა ცოტას თუ ვამჩნევთ. საფრთხე, რომლის ქვეშაც ქუჩაში მომუშავე ბავშვებს უწევთ ყოფნა, ერთი შეხედვით, უხილავია. სწორედ ამ უხილავი საფრთხის სწორად საჩვენებლად, სააგენტო 4Media-მ კომპანია IOM Georgia-სთვის ანიმაცია მოამზადა:

BOG

ნამუშევრის დეტალებზე კი, გიორგი მდივანს, 4Media-ს კრეატიულ დირექტორს ვესაუბრეთ:

M: გიორგი, რა იყო კომპანიის მიერ, თქვენთვის დასმული ამოცანა და პრობლემა როგორ გადაჭერით?
ჩვენი დავალება იყო, შეგვექმნა მოკლე ანიმაცია, რომელიც იმ ყოველდღიურ მომენტებს დაანახებდა ადამიანებს, სადაც შესაძლოა, ბავშვთა ტრეფიკინგის ფარული ნიშნები ფიგურირებდეს, რომლებსაც ჩვენ, ერთი შეხედვით, ვერ ვამჩნევთ

M: რა კონცეფცია აქვს ვიდეორგოლს? რა არის მთავარი სათქმელი?`
„საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია“ – ეს კამპანიის მთავარი მესიჯია, რომელზე გვერდის ავლაც არ შეგვეძლო, რადგან მოთხოვნა ასეთი იყო, მოვრგებოდით გლობალურ ანტიტრეფიკინგ კამპანიას, მთავარი მესიჯით – “Danger is invisible at first”

M: რა იყო პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა?
ანიმაციას საკმაოდ მგრძნობიარე თემატიკა აქვს, ამიტომ, მთავარ პრობლემად მიგვაჩნდა, ხალხს ვიდეოს სათქმელი არასწორად არ გაეგო, არ ეფიქრათ, რომ უსახლკარო ბავშვის დახმარება ცუდია და მიხვედრილიყვნენ მთავარ აზრს: შესაძლოა, ამ ბავშვების უკან უხილავი ბოროტი ძალა არსებობდეს.

 

Credits:

Client: IOM Georgia
Agency: 4Media
Creative Director: Giorgi Mdivani
Copywriters & Scriptwriters: Marita Kavelashvili | Giorgi Mdivani
Animation by: Giga Tsereteli, Ako Rekhviashvili

პროგრამირების შესასწავლი ქართული ონლაინ რესურსები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

ანაბარი – თანხა, რომელსაც მოაქვს დამატებითი სარგებელი %