in

4 სექტემბერს. ივნისის სტიქიის დღეებში წარმოქმნილი მუხტი, გამოხატული ფოტო პროექტად. Inside Out Project ‪#‎TbilisiAllforOne‬

საერთაშორისო ფოტოპროექტის ფარგლებში 4 სექტემებერს 09:00 სთ-დან, მოხალისეების ორგანიზებით, თიბისი არტარეას და აუთდორ.ჯი  მხარდაჭერით, ქალაქის რამდენიმე წერტილშიგაკეთდება პორტრეტების ფოტოკოლაჟი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნება.

4 სექტემბერი

13 ივნისის სტიქიამ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, გზები,  სახლები, მატერიალური ზიანი მიაყენა, როგორც მოქალაქეებს, ასევე კერძო ბიზნესს. საერთო ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა. ადამიანები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობდნენ სტიქიის შედეგების გამოსწორებას.

‘სტიქია, რომელიც თბილისს, 13 ივნისს დაატყდა თავს, დიდ ტრაგედიად იქცა ჩვენი ქალაქისთვის , მაგრამ მეორე მხრივ ყველა ჩვენთაგანი  გააერთიანა. ამ ერთობამ ყველა ჩვენგანში საოცარი მუხტი შექმნა. ამ მუხტმა და ერთიანობამ შეძლო ქალაქისთვის და დაზარალებულებისთვის უდიდესი მხარდაჭერის გამოხატვა. “Tbilisi all for one”  პროექტის  საშუალებით მინდოდა გამოხატულიყო ის ემოცია, რომელიც თბილისში იმ დღეებში ტრიალებდა. ეს პროექტი ამ ერთობის სიმბოლური აღბეჭდვაა. -აქციის ორგანიზატორი რეზი პეტრიაშვილი

აქციას  დაესწრებიან მოხალისეებები, სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები და ორგანიზატორები.

საერთაშორისო სოციალური ფოტო პროექტი InSide out Project

http://www.insideoutproject.net/en

https://www.facebook.com/InsideOutProject/posts/924965680882419?pnref=story

მისამართები:

  • სვანიძის ქ, ხორცპროდუქტების ქარხნის მიმდებარე ტერიტორია. 09:00 საათი;
  • ვაკე-საბურთალო, სვანიძის ქუჩის ჩასახვევის მიმდებარე ტერიტორია. 10:00 საათი;
  • ტელევიზისთან, ვისოლის ბენზინ-გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია 13:00/14:00 საათი;
  • მელიქი შვილის და შანიძის ქუჩის კუთხე. 16:00.

მაიკლ კონრადი კრეატიული ლიდერობის შესახებ Ad Black Sea – ზე

საქართველოს უნივერსიტეტი – აბიტურიენტების სასურველი სამიზნე