in

4UA — ფაბერი და VISA უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

იყიდე უკრაინული

იყიდე უკრაინელისგან

იყიდე უკრაინელისთვის

სწორედ ამ სამ მიმართულებას წარმოადგენს პროექტი 4UA, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად დღეიდან გაეშვა.

მობილურ აპლიკაცია ფაბერში ახლა უკვე შესაძლებელია უკრაინული ბრენდებისა და დიზაინერების კოლექციების შეძენა განახევრებული საკომისიოთი, ხოლო უკრაინიდან მათ უფასო ჩამოტანას VISA უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, ფაბერი როგორც სტარტაპი, 2021 წლის ბოლოს, მეორე ქვეყანაში, სწორედ უკრაინაში გაეშვა. კომპანიას საკმაოდ წარმატებული სტარტი ჰქონდა აღებული, 5000-მდე ორგანულად დარეგისტრირებული მომხმარებლებით გეგმავდა აქტიური კომუნიკაციის დაწყებას მარტში, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.

სწორედ უკრაინის მხარდასაჭერად, ფაბერმა, სტრატეგიასთან ერთად, ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელა, და თუ მანამდე მხოლოდ ლოკალურად გეგმავდა სტარტაპი ოპერირებას, ახლა საზღვრები გახსნა და შესაძლებელი გახადა საქართველოდან უკრაინაში შოპინგი.

იყიდე უკრაინული

ფაბერმა გააერთიანა 40-მდე უკრაინული ბრენდი და დიზაინერი და საწყის ეტაპზე საქართველოში, შემდეგ კი საერთაშორისო გაყიდვებს გეგმავს.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერის სურვილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ და ერთი უბრალო მარტივი შესყიდვით მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს.

ფაბერის მიზანია, რომ უკრაინული მოდა და კულტურა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო  მასშტაბზე და წაახალისოს, შეიძინონ უკრაინული.

იყიდე უკრაინელისგან

ფაბერის მიზანია, რომ უკრაინული გარდერობი ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო მასშტაბზე – უკრაინელი სელერებისგან შეძენა კი იყოს ყოველდღიურობის ნაწილი მათთვის, ვისაც უყვარს შოპინგი.

იყიდე უკრაინელისთვის

მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ სხვადასხვა სახით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა ე. წ. NEED LIST-ი, სადაც თავად უკრაინელები შეიყვანენ ინფორმაციასა და დეტალებს, თუ რა სჭირდებათ მათ და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება კონკრეტული ნივთი საკუთარი ფაბერის გარდერობიდან აჩუქო, უყიდო ან უბრალოდ ფინანსური დახმარება გაუწიო უკრაინელს. ამ ინიციატივის დადებითი მხარე ის არის, რომ იცი, ვის ეხმარები და რომ შენი დახმარება ნამდვილად სჭირდება.

სწორედ ეს სამი მიმართულება წარმოადგენს პროექტს 4UA, რომლითაც ფაბერი და VISA ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შოპინგი სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გახდეს, და თუ გვექნება საშუალება, ავირჩიოთ უკრაინული, უკრაინელისგან, უკრაინელისთვის და მხარი დავუჭიროთ უკრაინას!

ფაბერის ახალი ვერსია, სადაც წარმოდგენილია 4UA პროექტი უკვე ხელმისაწვდომია როგორც App Store, ისე Google მარკეტზე.

#Bank of Georgia Update: როგორ მუშაობს სუპერ აპი?

20%-იანი ფასდაკლება Mymarket-სა და Vendoo-ზე Apple pay-თა და Visa ბარათით გადახდისას