22
Jan
2019

4 გზა, როგორ ვიყოთ უფრო ბედნიერები 2019 წელს

22 Jan 2019

“მრავალს დაესწარი”, “ბედნიერ ახალ წელს გისურვებ” – წლის დასაწყისში ეს ფრაზები ხშირად გვესმის. თუმცა, რა გავაკეთოთ, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩვენ ვქმნით ბედნიერებას

მეცნიერები, რომლებიც ქცევას შეისწავლიან, დიდ დროს უთმობენ იმაზე დაკვირვებას, თუ რა გვაბედნიერებს. ბედნიერების შეგრძნებას დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ბედნიერებით შეიძლება განვსაზღვროთ სოციალური პროგრესი და სამთავრობო პოლიტიკის წარმატებულობაც კი. თუმცა, ბედნიერება თავისით არ მოდის. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ძალა, მცირე ცვლილებები მაინც შევიტანოთ ჩვენს ქცევაში, გარშემომყოფებთან და ურთიერთობებთან მიმართებაში, რაც ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს.

პატარ-პატარა ნაბიჯები

ბედნიერების ხარისხზე ზეგავლენის მოხდენა მცირე ქმედებებითაც შეიძლება. განწყობისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ ახალ კვლევას თუ დავუჯერებთ, ადამიანები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც ვარჯიშობენ ან დღეში, სულ მცირე, ათ წუთს მაინც უთმობენ ფიზიკურ აქტივობას, უფრო მხიარულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც უძრავი ცხოვრების სტილით ცხოვრობს. ნებისმიერი სავარჯიშო შეიძლება იყოს სასარგებლო, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტდარბაზში ივლით, გარეთ იძუნძულებთ თუ სხვა.

პოზიტიური აზროვნების ძალა

ვისთან ატარებთ დროს? დაკვირვებიხართ, რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობები თქვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე?

სანამ ბევრი ჩვენგანი დიეტასა და ვარჯიშზეა კონცენტრირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მეცნიერება გვასწავლის, რომ კარგად ყოფნაზე ის გარემოცვაც მოქმედებს, რომელში ყოფნასაც ვირჩევთ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არასწორი სოციალური ურთიერთობები შეიძლება გახდეს ჭარბწონიანობის, შფოთისა და უგუნებობის მიზეზი. კვლევის თანახმად, ადამიანის ცხოვრების სტილზე გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს.

იყავით ბედნიერი ნებისმიერ ასაკში

როგორ შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი შეხედულებები სიბერესთან დაკავშირებით? გაატარეთ მეტი დრო უფროს ადამიანებთან ერთად. დააკვირდით, რა უხარიათ, რა მოსწონთ, რას განიცდიან, რა მატებთ ძალას და ცხოვრების ხალისს. ბევრ ახალგაზრდას ეშინია დაბერების. ასაკოვან ხალხთან ურთიერთობა კი მეტ თანაგრძნობასა და სიმშვიდეს მოგგვრით.

წყარო: inc



განხილვა