13
Jun
2012

5 რჩევა პრესრელიზის დასაწერად,რათა ის სანაგვეში არ მოხვდეს

13 Jun 2012

საშუალოდ ჟურნალისტები დიდი დროს უთმობენ პრესრელიზების კითხვას. მათთან ათასობით წერილი მიდის და ზოგს ბოლომდე არც კითხულობენ ისე აგდებენ სანაგვეში. რა გავაკეთოთ, რომ თქვენი მცირე ბიზნესის პრესრელიზმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყროს და სხვა დანარჩენ, ნაგავში გადაყრილ, წერილებთან არ მოხვდეს.

აქ არის 5 რჩევა ეფექტური პრესრელიზის დასაწერად.

  1. კონკრეტულად საქმეზე ილაპარაკეთ: არ დაიწყოთ გრძელი ისტორიების წერა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იმყოფებით ლიფტში და სულ რამოდენიმე სართული გაქვთ გასავლელი, სანამ ლიფტი გაჩერდება, თქვენ უნდა მოასწროთ მთელი ამბავი მოკლედ და შინაარსიანად მოუყვეთ მსმენელს, ისე რომ მისი აზრი არ დაიკარგოს.
  2. მიეცით მათ მიზეზი დაფიქრდნენ: ჩართეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც ახსნის პრესრელიზის მნიშვნელობას. მაგალითად: რამოდენიმე წელი ლოს-ანჯელესის ცენტრში სუპერმარკეტების სიმცირე იყო, სანამ არ გაიხსნა ონლაინ პროდუქტების მაღაზია და მყიდველს საშუალება მიეცა სახლში მიეღოთ სასურველი პროდუქტი.
  3. წამოაგეთ ანკესზე: თუ თქვენ ბიზნესს სწორედ დაუკავშირებთ რაიმე მოვლენას, ან რაიმე ახალი პროდუქტის პრეზენტაციას დაუმთხვევთ ისეთ ამბავს რომელიც თემატურია, იზრდება შანსი ყურადღების მიქცევის. მაგალითად: 2012 წლის ლონდონის ოლიპიადისთვის Technovision-მა გამოაცადა, რომ გაყიდვაში გაუშვებს ახალ HD პლაზმურ ტელევიზორს.
  4. ძალა ციფრებშია: გამოიყენეთ სტატისტიკა, თუნდაც მცირე დოზით მაგრამ აჩვენეთ რომ თქვენ გაქვთ სტატისტიკური გათვლები და სწორ ინფორმაციას ფლობთ.
  5. ცოტა იუმორი: გარემოებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ იუმორს მოუხმოდ და პატარა ხუმრობები გამოიყენოთ. მაგრამ არ გადაამეტოთ და არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვოთ .

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.