22
Feb
2017

მორიგი 5 განსაკუთრებული ადგილი არგენტინაში, ახლა უკვე ხმამაღლა ყვირილისთვის

22 Feb 2017

Elit Electronics


არგენტინის ტურიზმის სამინისტრო ისევ ორიგინალურად აგრძელებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის შექმნილ კამპანიას. პირველად 5 განსაკუთრებული ადგილი შემოგვთავაზა სიყვარულის უკეთ დასამტკიცებლად, ახლა მომდევნო ხუთეულს გვთავაზობს თავისი არაჩვეულებრივი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალიდან, უკვე იმისთვის, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ, თან ისე, რომ ცუდი შთაბეჭდილებაც არავისზე დავტოვოთ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გაშლილ სივრცეში, ბუნებაში ხმამაღლა ყვირილი განტვირთვისა და უარყოფითი ენერგიისგან დაცლის საუკეთესო საშუალებაა, თან ამას თუ ისეთი არაჩვეულებრივი ხედები ერთვის, როგორიც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაშია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ საქმე უკვე ნამდვილ ჰარმონიასთან გვაქვს.

 

განხილვა