თებერვლის ეს დღეები მთლიანად სიყვარულის დღესთან არის ხოლმე დაკავშირებული. სადაც გაიხედავ, ყველგან წითელი ფერები, გულის ფორმები, სპეციალური შემოთავაზებები და რომანტიკული სარეკლამო ვიდეორგოლებია. სწორედ სიყვარულის დღე გახდა არგენტინის ტურიზმის სამინისტროს შთაგონების წყარო. ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურია, რა შუაშია ერთმანეთთან სიყვარულის დღე და ტურიზმის სამინისტრო?! საქმე ისაა, რომ მხოლოდ სიტყვები “ მე შენ მიყვარხარ” არ არის ხოლმე საკმარისი საკუთარი გრძნობების ბოლომდე გამოსახატად. ამ მოტივებზე დაყრდნობით, სააგენტომ ძალიან რომანტიკული, თანაც სახალისო და რაც მთავარია, ტურისტისთვის ინფორმაციული ვიდეორგოლი შექმნა, რომელშიც არგენტინის 5 ღირსშესანიშნავი ადგილია ნაჩვენები.
5 ადგილი სამოგზაუროდ და სიყვარულის უჩვეულო გამოხატვა – არგენტინის ტურიზმის სამინისტროს რეკლამა












