in

5 რჩევა – როგორ დავძლიოთ კრიზისი და დავიცვათ ბიზნესი კორონავირუსის პერიოდში

2020 წლის დასაწყისი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და წინ კიდევ 9 ბურუსით მოცული თვეა. ლარის გაუფასურებას, COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება მოჰყვა. პანდემია „პეპლის ეფექტის“ გამოვლინებაა, რომლის გამოც ცხოვრების სტილის შეცვლა ყველა ჩვენგანს სულ რაღაც ერთ კვირაში მოუწია. ეს მყისიერი ცვლილება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლოა საფუძვლიანი შიშის მომგვრელია, როგორც პირადი და ახლობლების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისე იმ ფინანსური ხარჯებისა და ზარალის გამო რაც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ადგება კომპანიებს.

Hello World Company-ის გუნდმა თავი მოუყარა რჩევებს, რაც დაგეხმარებათ კორონავირუსის ჟამს გაურკვეველ და ტურბულენტურ გარემოსთან ადაპტაციასა და ნავიგაციაში.

რჩევები მცირე და საშუალო ბიზნესს, ანუ როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს და დავრჩეთ რელევანტური სამომხმარებლო ბაზარზე.

  1. ნათელი და გასაგები კომუნიკაცია კრიზისის დროს თქვენს ბიზნესს გადაარჩენს. კომუნიკაცია ის გარდაუვალი აუცილებლობაა, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით შეუფასებელი ხდება კრიზისული ვითარების დროს. კარანტინის დროს, გამოიყენეთ ნებისმიერი თუ არა ყველა საკომუნიკაციო არხი და მარკეტინგული ხერხი და შეატყობინებთ როგორც თქვენს მომხმარებლებს, ისე თანამშრომლებს თქვენი მუშაობის შეცლილი წესის შესახებ (ღიაა თუ დახურული თქვენი კომპანია, რომელ საათებში მუშაობთ, როგორ ხდება თქვენთან კომუნიკაცია, როგორ ხდება პროდუქტის მიწოდება და სხვ.). ცხადი და ნათელი კომუნიკაცია გაგიადვილებთ ცხოვრებას როგორც თქვენ, ისე თქვენს მომხმარებელსა და გუნდს გაუმკლავდეთ კორონავირუსით გამოწვეულ შფოთსა და სტრესს.
  2. სოციალური მედია საუკეთესო გზაა დროული კომუნიკაციისათვის. ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესის უმეტესობასთან დასაკავშირებლად Facebook და Instagram საუკეთესო, ეფექტიანი, ყველაზე სწრაფი და თანაც უფასო საშუალებაა. განაახლეთ ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საათების, მომსახურების და სხვა ზოგადი სიახლეების შესახებ სოციალური მედიის პლატფორმებზე. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ სხვა პლატფორმებს, როგორიცაა LinkedIn, Twitter, Telegram და WhatsApp არხები, თქვენი მესიჯის მიწოდება უფრო მეტი მომხმარებლისათვის შეგეძლებათ. არ შეწყვიტოთ სოციალური მედიის გამოყენება, კრიზისული ვითარება სწორედ ის დროა, როდესაც ყველა საკომუნიკაციო გზა და არხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება თქვენი ბიზნესისათვის. ამის საპირწონედ, პირიქით, საჭიროა სოციალური მედიის სტრატეგიული და ხარჯთეფექტიანი ათვისება ციფრული მარკეტინგის გზით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესებისათვის, რომელიც ფიზიკურ კონტაქტზეა დამყარებული, მაგალითად, კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები, საკონდიტროები, გასართობი თავშეყრის ადგილები და სხვ. ამ შემთხვევაში ციფრული მარკეტინგის გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი მომხმარებლებისათვის მესიჯის ყველაზე ოპტიმალურად მიტანასა და კომუნიკაციაში (მაგ, მიტანის სერვისი, ციფრული ღონისძიებები და სხვ.).
  3. ელექტრონული კომერცია როგორც გაყიდვების ახალი არხი თავიდან აგარიდებთ ვირუსის ჟამს გაკოტრებას, ხოლო კრიზისის შემდგომ პერიოდში, თქვენს გაყიდვებს გაზრდის. საცალო ბიზნესისათვის, ახლა არის საუკეთესო და ყველაზე ხელსაყრელი დრო ონლაინ გაყიდვებით ექსპერიმენტების ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის პლატფორმის გამართვა დროსა და გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ ეტაპზე მარტივი ონლაინ მაღაზია შესაძლოა თქვენი ბიზნესის მხსნელიც კი აღმოჩნდეს. თანაც, კრიზისის შემდგომ პერიოდში თქვენ უკვე გექნებათ ფუნდამენტი რომ დროთა განმავლობაში დახვეწოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი ონლაინ მაღაზია და ონლაინ გაყიდვების გზით გაზარდოთ თქვენი ბიზნესის შემოსავალი. ონლაინ მაღაზია არის ინვესტიცია როგორც თქვენი ბიზნესის კრიზისიდან გამოსაყვანად, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში გაყიდვების გასაზრდელად. მცირე საწარმოებისა და ბიზნესებისათვის ონლაინ მაღაზიის საუკეთესო და ყველაზე ხარჯთეფექტიანი ალტერნატივაა ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტების სოციალურ მედიაში განთავსება. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ციფრული მარკეტინგის გამოყენებით საჭირო აუდიტორიაზე – იქნება ეს სხვა საწარმოები (B2B მიმართულება) თუ მომხმარებლები (B2C მიმართულება)  – სწორი მიმართვა (ე.წ. ტარგეტირება). ამით დიდი შფოთისა და სტრესის დროს, თქვენ დაეხმარებით მომხმარებელს მარტივად შეგამჩნიოთ, შეგიკვეთოთ და დაგიმახსოვროთ.
  4. ონლაინ გაყიდვებთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია პროდუქტის მიწოდებაზე ზრუნვა. თუ დიდი ზომის საყოფაცხოვრებო პროდუქტის გაყიდვებთან გაქვთ საქმე, შესაძლოა, მიზანშეწონილი გამოდგეს სატვირთო მანქანის დროებით დაქირავება. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მომხმარებელთან მიტანის სერვისის და დაბრუნების პირობების შესახებ კომუნიკაცია. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ უზრუნველყოთ თქვენი (გამოთავისუფლებული) გუნდის წევრებისათვის სათანადო დროებითი როლების გადანაწილება, ან ახალი კადრების დაქირავება. და ბოლოს, კრიზისის ჟამს შესაძლოა, სხვა ბიზნესები, რომლებიც სატვირთო ან მიტანის სერვისის, შეფუთვის და სხვა ლოგისტიკური სერვისების მიმწოდებლები არიან კრიზისულ ვითარებაში იყვნენ და დროებით შეზღუდულ მომსახურებას ეწეოდნენ, ამის საპასუხოდ, კი ახალი, მოხერხებული გადაჭრის გზების ძიება დაგჭირდებათ.
  5. შავი დღისათვის მზაობა დაგეხმარებათ დარჩეთ ბაზრის რელევანტურ და ადეკვატურ მოთამაშედ. კაფე-ბარებისა და რესტორნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების მარაგების შევსება. ხშირად გვესმის, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე სამომხმარებლო მოთხოვნა განსაკუთრებულადაა გაზრდილი, ამის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია სათანადო მომზადება, რადგან შესაძლოა დისტრიბუტორებიც იმავე გამოწვევის წინაშე იდგნენ როგორც თქვენ და უჭირდეთ კრიზისულ ვითარებასთან გამკლავება.

 

გარდა ამისა, რეალობა რომელიც კარანტინმა და სოციალურმა დისტანცირებამ მოიტანა დიდი ალბათობით მომხმარებლებს უბიძგებს უფრო მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ და სახლში მიირთვან საჭმელი, რაც შესაძლოა, თქვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახოს. საპასუხოდ, გამოგადგებათ ბიზნეს საათებისა და მენიუში არსებული ალტერნატივების შემცირება. ასევე, მიზანშეწონილია, მომხმარებლისათვის საჭმლის გატანის (ე.წ. DRIVE THRU) ან/და უკონტაქტო მიტანის სერვისების შეთავაზება. არ დაგავიწყდეთ, რომ ციფრული მარკეტინგის მიზანმიმართული აქტივობებით ამ სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება შესაძლოა თქვენი ბიზნესისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემული რჩევები ეხებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად საჭირო რჩევებს მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია არის თქვენი თანამშრომლების დაცვა და მათზე ზრუნვა. თქვენი თანამშრომლებისათვის საჭირო ჰიგიენური პირობების შექმნით (ნიღბებით და ანტიბაქტერიული ხსნარით უზრუნველყოფა) და ჰიგიენური ნორმების ხშირი და სწორი დაცვით, თქვენ იცავთ როგორც თქვენს თანამშრომლებს და მომხმარებლებს, ისე თქვენს ბიზნესს.

შესაძლოა, კორონავირუსის ჟამს, თქვენი ბიზნესისათვის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა ოპტიმალური ვარიანტი არ აღმოჩნდეს, რის გამოც, ბიზნეს საქმიანობის დროებით შეჩერებაც კი მოგიხდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემული რჩევები შესაძლოა თქვენთვის სრულიად გამოსადეგი არ აღმოჩნდეს, კრიზისული პერიოდის გამოყენება თქვენი გრძელვადიანი ხედვის გადასახალისებლადაც შეგიძლიათ. დაფიქრდით, თუ როგორ შეიძლება ონლაინ გაყიდვებისა და ციფრული მარკეტინგის ათვისება და გამოყენება თქვენს კონტექსტში, ასევე, რა რესურსები და ხერხები გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად. დარჩენილი დრო კი სათანადო რჩევების ან/და რესურსების ათვისებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას დაუთმეთ.

ჩვენ ყველანი ერთად ვართ კორონავირუსის წინააღმდეგ!

 

Hello World Company (HWC)-სათვის საკუთარი თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამისათვის, ვირუსის გავრცელების პერიოდში ჩვენი გუნდი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

თუ თქვენ ხართ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი და ეძებთ კრიზისულ ვითარებაში თქვენი ბიზნესის ხარჯთეფექტიანი ფუნქციონირებისა და კომუნიკაციის გზებს, ჩვენი გუნდი გთავაზობთ ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. თუ გჭირდებათ არსებულ ბიზნეს მოდელში ახალი საკომუნიკაციო არხების და გზების ინტეგრირება, ან ონლაინ მაღაზიის დაგეგმვა, დანერგვა და მენეჯმენტი ლოგისტიკური და მარკეტინგული თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი მზად არის მხარი დაგიჭიროთ თქვენი ბიზნესის კრიზისული ვითარებიდან გამოსაყვანად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში და სანამ ვითარება არ გამოსწორდება, ჩვენი გუნდი არსებულ და ახალ კლიენტებს სთავაზობს ონლაინ კონსულტაციას. დაგვიკავშირდით: [email protected] ან 599790007

 

პარტნიორის კონტენტი 

ახალი მეთოდი, რომლის დახმარებითაც პროთეზის ფიქრით მართვას შეძლებენ

კარანტინის გასახალისებლად, Zoom-ისთვის ორიგინალური ფონები შეიქმნა