in

ბოლო დროის 5 საუკეთესო AI რეკლამა

შესაძლოა, AI-ის ავტომატურად ვერ უკავშირებდეთ სასმელებისა თუ კვების ინდუსტრიას, მაგრამ ამ სექტორში მოღვაწე მრავალმა ბრენდმა გადაწყვიტა, უახლესი ტექნოლოგია მარკეტინგული მიზნებისთვის გამოეყენებინა. ჩვენ კი მათ შორის 5 საუკეთესოს გაგიზიარებთ, თან აქ Heinz-სა და Coca-Cola-საც შეხვდებით… მოდით, დავიწყოთ:

BOG

1. Tropicana — Tropcn

გასულ თვეში არც მეტი, არც ნაკლები ფორთოხლის წვენის ბრენდი ამ ფოტოთი  Consumer Electronics Show-ზე (CES) წარსდგა. მართალია, სახელს A და I აკლია, მაგრამ მიზანიც ეს იყო — ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დაკნინება, რაც ასეთი აქტუალური იყო წელს შოუზე. მსგავსად, ეცადნენ Tropicana წარმოეჩინათ, როგორც ბრენდი, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებს იყენებს — მართალია, AI-ს აქვს საკუთარი როლი სამყაროში, მაგრამ Tropicana-ს სწამს, რომ ფორთოხლის წვენში ხელოვნურობის ადგილი არ არის.

2. Beck’s — Autonomous

გერმანულმა ლუდის ბრენდმა გასულ წელს შეზღუდული გამოშვებით თავისი 150 წლის იუბილე აღნიშნა, ამას მიეძღვნა ახალი შეფუთვა და მარკეტინგული კამპანიაც, რომლებიც AI-ის დახმარებით შექმნეს. პროექტი ასე დაიწყო — ბრენდის მარკეტერებმა ChatGPT-ს სთხოვეს, შეექმნა კამპანიის მონახაზი ამ მნიშვნელოვანი ამბის აღსანიშნად, მიღებულ პასუხს ადამიანებმაც გადაავლეს თვალი, შემდეგ Midjourney-საც მიმართეს და ლუდის ახალი შეფუთვა შემოგვთავაზეს. 

3. Heinz — AI Ketchup

აქ კი, როგორც ხედავთ, ხელოვნურმა ინტელექტმა Heinz-ის A.I Ketchup კამპანია შექმნა.

4. Coca-Cola — Create Real Magic

ბრენდმა გასულ თებერვალს OpenAI-სთან დაიწყო პარტნიორობა, რათა მეტად შემოქმედებითები გამხდარიყვნენ ციფრულ სამყაროში. მალევე კი კონკურსი ჩაუშვეს, სახელწოდებით Create Real Magic, რომელიც კრეატორებს მოუწოდებდა, ახალი მარკეტინგული აქტივები Dall-E 2-ისა და ChatGPT-ის დახმარებით შეექმნათ.

5. Bodyarmor — Field of Fake

Tropicana-ს მსგავს მეთოდს მიმართეს, სულ ახლახან Bodyarmor-მა მარკეტინგული კამპანია ჩაუშვა, რომელიც AI-ის მიმართ კულტურულ აღფრთოვანებას იზიარებდა, თუმცა, ამავდროულად, ბრენდს ხელოვნურობის ცნებისგან აშორებდა. ასე კი Super Bowl-ის მაყურებლებს ყალბ სათამაშო მოედანზე უმასპინძლეს.

 

როგორია ლიდერების მისკომუნიკაცია დაძაბულობისას

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მეოთხე დისკუსია ქუთაისში გაიმართება