in

5 საავტომობილო ბრენდის ლოგო საინტერესო იდეითა და ისტორიით

ლოგო რომ ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ხშირ შემთხვევაში, ის იმდენად საკულტო ხდება, რომ ამა თუ იმ კომპანიის ხსენებისას, პირველი სწორედ მისი ლოგო წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. გაიხსენეთ, რამდენჯერ შეგიხედავთ მანქანისთვის შორიდან, მაგრამ ვიზუალურად ვერ მიმხვდარხართ, რომელი ავტომობილია, თუმცა როდესაც მანქანა მოახლოებულა და მისი სამარკო ნიშანი დაგინახავთ, ყველაფერი ცხადი გამხდარა. 

არ აქვს მნიშვნელობა, ასტონ მარტინის კლასიკური ემბლემა იქნება თუ ვოლვოს მარტივი ნიშანი, ყველა მანქანის ლოგოს თავისი უნიკალური სტილი აქვს და მომხმარებელში შეუცვლელ კვალს ტოვებს. ჰოდა, დღეს სწორედ ცნობილი ავტომობილების ლოგოებზე უნდა მოგიყვეთ – როგორ შეიქმნა, რა კონცეპტით და ა.შ.

Alfa Romeo

ის კლასიკურ, თუმცა ამავდროულად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიმბოლოდ ითვლება საავტომობილო ინდუსტრიაში. იტალიური ბრენდის ეს ლოგო 100 წელიწადზე მეტი ისტორიის ელემენტებს მოიცავს.

ბრენდის ოროგინალი ნიშნები ჯერ კიდევ 1918 წელს, რომანო კატანეომ გამოძერწა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ცვლილებები განიცადა, ეს მთავარი დეტალები მაინც ეტყობა ნიშანს. მარცხენა მხარეს ე.წ. მილანური ჯვარია, მის გვერდით კი Biscione გველი. Biscione აღნიშნავს ვისკონტის სახლს, რომელიც მართავდა მილანელებს მე-14 საუკუნეში.

რაც შეეხება ფერებს, ოქროს, ლურჯი, წითელი და მწვანე ფერები ემბლემაში ნიშნავს ხარისხს, სიწმინდესა და სიამოვნებას.

ბრენდის ლოგომ გარკვეული ცვლილებები განიცადა წლების განმავლობაში, თუმცა მისი მთავარი ფორმა და იდეა უცვლელი დარჩა.

Aston Martin

ბრიტანული ბრენდის ლოგო პირდაპირ გვეუბნება, რომ ის თავისუფლებასა და სისწრაფესთან უნდა გავაიგივოთ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მასზე გაშლილი ფრთებია გამოსახული. 

1913 წელს რობერტ ბემფორდისა და ლაიონელ მარტინის მიერ დაარსებული Aston Martin-ის ბრენდი სწრაფად მოიპოვა პოპულარობა დახვეწილი და მაღალი ხარისხის მანქანების წარმოებით. ლოგო გარკვეულწილად განვითარდა წლების განმავლობაში, თავიდან მასზე კომბინირებული “A” და “M” იყო გამოსახული. პირველი ფრთიანი ლოგო 1927 წელს გამოჩნდა და ფრთები დღესაც არის გამოსახულების ცენტრში, ასტონ მარტინის სახელთან ერთად.

ფრთები აღნიშნავს სიჩქარეს და კრეატიულობას, ხოლო მწვანე Aston Martin სახელის უკან ხაზს უსვამს ფუფუნებისა და ღირებულების გრძნობას. 

Audi

ის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ემბლემად ითვლება ავტოინდუსტრიაში. ამ ოთხი რგოლის შერწყმას თავისი ისტორია აქვს: 

1932 წელს ბრენდები DKW, Audi, Wanderer და Horch გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ის კომპანია, რომელსაც ჩვენ დღეს Audi-ს სახელით ვიცნობთ.

თავდაპირველად, გაერთიანებას Auto Union, მაგრამ ეს სახელი 1985 წელს გაქრა და „აუდის” ტიტული დაიკავა. მას შემდეგ Audi ინარჩუნებს ოთხ წრეს თავის ლოგოზე, თუმცა დიზაინი ცოტა უფრო მარტივია, ვიდრე ადრე იყო. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ 4 რგოლი მანქანის 4 ბორბლის სიმბოლოა.

BMW

BMW არის ავტომობილების ბრენდი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი მაღალი კლასის პროდუქტებით და ლამაზი დიზაინით. წლების განმავლობაში კომპანიამ შეაგროვა უამრავი გულშემატკივარი, რომლებსაც უყვართ BMW-ს მრგვალთან ასოცირების ნებისმიერი შესაძლებლობა.

ამ მანქანის ემბლემის მნიშვნელობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ზოგი ამბობს, რომ ის წარმოადგენს ლურჯ ცას და თვითმფრინავის პროპელერს. სხვა ექსპერტები თვლიან, რომ BMW-ს ლოგო მომდინარეობს მწარმოებელი კომპანიის თავდაპირველი ლოკაციიდან, ბავარიიდან. ემბლემაზე გამოსახულია BMW-ს სახელი და ბავარიის დროშა წრის ცენტრში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგო დღეს დასამახსოვრებელია, ადვილად ამოსაცნობი და კარგად შემუშავებული. ლურჯი და თეთრი ფერები კი შესანიშნავად გამოხატავს საიმედოობას.

Ferrari

Ferrari-ს ლოგოს თავისი დასახელება აქვს და მისი ოფიციალური სახელია “Cavallino Rampante”, რომელიც კონკრეტულ ამბავს უკავშირდება. ბრენდის დამფუძნებელი, ენცო ფერარი ერთხელ შეხვედრია გრაფ ენრიკოს და გრაფინია პაოლინა ბარაკას. ისინი იტალიელი გამანადგურებლის მფრინავის მშობლები იყვნენ, რომელსაც თვითმფრინავზე ცხელი ჰყავდა გამოსახული. მფრინავი დაღუპული იყო და მშობლებმა ენცოს სთხოვეს, გამოესახა ცხენის სურათი მის მანქანაზე, რადგან ეს მას იღბალს მოუტანდა. მას შემდეგ მფრინავი ცხენი და კაშკაშა ყვითელი ფონი ბრენდის განუყოფელ ნაწილებად იქცა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Onoff.ge-ს შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება – ზაფხულის ცხელი აქცია დაიწყო!

შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში 4 „ბოროტი“ ცივილიზაცია არსებობდეს