ბიზნესის დაწყება გინდათ და ვერ გადაწყვიტეთ, რა სფეროში? ექსპერტებთან, ინვესტორებთან და ანტრეპრენუარებთან საუბრისას, აღმოჩნდა, რომ არსებობს 5 ინდუსტრია, რომელიც მათი თქმით, ძალიან მომგებიანია.

ამ სიაში, პირველი, „ინფლუენსერები“ არიან. სოციალური მედიის ვარსკვლავებს შეუძლიათ, საკუთარი ცნობადობა და გავლენა გამოიყენონ, ბრენდებს დაეხმარონ და თითოეული „Like“-ისა და „Follow“-სთვის ფული გამოიმუშაონ. ექსპერტების თქმით, მომგებიანია თავის მოვლის საშუალებებისა და ტექნოლოგიის გაერთიანება – მომხმარებლისთვის თმაზე, კანზე და სხეულზე ზრუნვის უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზება. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ძალიან სარფიანია ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულება. მათი თქმით, ეს თემა ყოველთვის აქტუალური, მასთან დაკავშირებული სერვისები კი მოთხოვნადი იქნება. ინვესტორები და ანტრეპრენუარები ფიქრობენ, რომ თუნუქის ქილაში ჩამოსხმულ ღვინოს, როგორც ბიზნესს, დიდი მომავალი აქვს. კიდევ ერთი ინდუსტრია, ექსპერტები რომ მომგებიანად მიიჩნევენ, მოხუცებზე ზრუნვა, მათთვის თავშესაფრისა და სახელების მშენებლობაა.
წყარო:Inc.com










