ანიმაციების შექმნა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული საქმიანობაა. ამ მომსახურებას აქტიურად ითხოვენ როგორც სააგენტოები, ისე კერძო კომპანიები. კარგი ანიმაციის შექმნას შესაბამისი მოწყობილობაც სჭირდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ლეპტოპების ჩამონათვალს, რომლებიც ყველანაირად პრაქტიკულია სრულფასოვანი ანიმაციების შექმნისთვის.
- MacBook Pro 16-inch M3
ტექნიკის გურუები ამ ლეპტოპს 3D ანიმაციისთვის უწევენ რეკომენდაციას. ამ მაკბუკის შეძენა 16 ან 14-დუიმიანი ეკრანებით არის შესაძლებელი. მას აქვს Apple-ის უახლესი M3 ჩიპი, რომელიც მარტივად გაუმკლავდება ნებისმიერ მაღალი დონის ანიმაციურ პროგრამას. ლეპტოპს აქვს 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. არ აქვს მნიშვნელობა, მოკლე ანიმაციურ ვიდეოს ამზადებთ თუ მთლიან ფილმს, ეს მაკბუკი საუკეთესო პორტატიული კომპიუტერი იქნება თქვენთვის.
- ASUS ProArt Studiobook OLED
ეს მოწყობილობა მაღალი დონის კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც შესანიშნავია ყველა სახის კრეატიული ამოცანის შესასრულებლად. მას აქვს ფერთა გამის 100%, სენსორული ეკრანი და ჩაშენებული ციფერბლატი, რომლის მორგებაც იმის მიხედვითაა შესაძლებელი, თუ რომელ აპლიკაციას იყენებთ.
- Dell Precision 5470
კომპაქტური ჩარჩო, 14-დუიმიანი ეკრანი, უზარმაზარი სიმძლავრე – ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც Dell Precision 5470-ს გამოარჩევს. მისი ბატარეის ხანგრძლივობა დაახლოებით 12 საათს უძლებს, ხოლო კომფორტული კლავიატურა ბეჭდვის სასიამოვნო გამოცდილებას იძლევა.
- Razer Blade 17
Razer Blade 17 შესანიშნავი ლეპტოპია ანიმაციისთვის, რომელიც აერთიანებს Razer-ის აწყობის ცნობილ ხარისხსა და მობილურ კომპონენტებს. ის მოიცავს Intel-ის მე-12 თაობის უახლეს პროცესორებს, რეალისტური განათების ეფექტებსა და საუკეთესო მობილურ ტექნოლოგიას. შესანიშნავი აწყობის ხარისხთან და განსაცვიფრებელ 17-დუიმიან ეკრანთან ერთად, ეს ლეპტოპი თხელი და კომპაქტურია, ის არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენს სამუშაო მაგიდაზე.
- Microsoft Surface Laptop 4
თუ გსურთ ელეგანტური ლეპტოპი, რომელსაც Apple-ის მსგავსი აწყობის ხარისხი აქვს და ამავე დროს, არ ხართ მაკბუკების მომხმარებელი, მაშინ Microsoft-ის Surface Laptop 4 შესანიშნავი Windows ალტერნატივაა. მიუხედავად იმისა, რომ მაიკროსოფტი ცნობილია, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, მან გამოუშვა რამდენიმე შესანიშნავი ლეპტოპი, რომლებიც თხელი, მსუბუქი და პორტატიულია. რაც მთავარია, ამ ლეპტოპით მშვენიერი და ყველა სირთულის ანიმაციის დამზადება შეგიძლიათ.