in

5 დიდი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გარემოს დაცვას დიდ ყურადღებას აქცევს

ადრე, წინა საუკუნეებში, ხალხი უფრო მეტად საუბრობდა სამყაროს უსაზღვრო რესურსებზე და მათს ბიზნესში გამოყენებაზე, მაგრამ 21-ე საუკუნემ სიტუაცია ოდნავ სხვანაირად შემოაბრუნა. ახლა ვიცით, რომ ახალი რესურსების გამოყენების გზების პოვნის ნაცვლად, ადამიანებმა და კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ზრდის მდგრადი გზების პოვნაზე, რასთან ერთადაც დაიცავენ პლანეტასა და დარჩენილ რესურსებს.

კომპანიები იყენებენ ჩვენი პლანეტის რესურსების უზარმაზარ რაოდენობას და, თავის მხრივ, მათ აქვთ უზარმაზარი გავლენა. მნიშვნელოვანია, რომ მდგრადობა იყოს მათი მოპოვების, წარმოებისა და დისტრიბუციის საფუძველი, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კვლავაც ჯანსაღი და უვნებელი იქნება, მასზე დასახლებული სულიერი არსებები კი თავს კარგად ვიგრძნობთ, უკლებლივ ყველა და არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამის საშუალება ექნება. 

შესყიდვების დღევანდელი ტენდენციები აჩვენებს, რომ ადამიანები ნივთის შეძენისას უპირატესობას ანიჭებენ მის გარემოზე ზემოქმედებას. რაც უფრო დიდია არჩევანი, მით რთულია, კარგად გამოიკვლიო, რომელი ბრენდი და რომელი პროდუქტია ეკომეგობრული. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის მიღება ინტერნეტით მეშვეობით უკვე ძალიან მარტივი გახდა, რიგითი მომხმარებელი თვითონვე იძიებს და ინტერესდება, თუ რომელი კომპანია ზრუნავს გარემოზე.

წარმოგიდგენთ ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდების სიას, რომლებსაც „მწვანე ბრენდებად” მოიხსენიებენ გარემოსადმი მათი მიდგომების გამო:

IKEA

მთელი თავისი ბიზნეს ოპერაციების განმავლობაში IKEA-მ ინვესტიცია მდგრადობაში განახორციელა. ეს ამბავი იწყება მათი მიწოდების ჯაჭვით, სადაც შვედურმა ავეჯის მწარმოებელმა ხის თითქმის 50 პროცენტი მოიპოვა მდგრადი მეტყევეებისგან და ბამბის 100 პროცენტი ფერმებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ Better Cotton სტანდარტებს, რაც ითვალისწინებს წყლისა და ენერგიის, ასევე სასუქებისა და პესტიციდების შემცირებას.

ამასთან, IKEA-ს აქვს 700 000-ზე მეტი მზის პანელი, რომლებიც ამუშავებს მის მაღაზიებს და გეგმავს მათი გაყიდვის დაწყებას დიდ ბრიტანეთში. 2012 წელს IKEA-მ გამოაცხადა თავისი მიზანი 2020 წლისთვის 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფა – მაგრამ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, მან გააძლიერა წინაპირობა და მიზნად დაისახა, ყოფილიყო ენერგიის ექსპორტიორი.

ბრენდის მთავარი გზავნილი გარემოს დაცვის კუთხით არის, რომ მას სურს, იყოს მოწინავე გარემოს დაცვის მიმართულებით, ხელი შეუწყოს პოზიტიური სოციალური გავლენის შექმნას და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს საშუალება, რომ მათთვის ეკომეგობრული პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს.

Panasonic

გარემოს დაცვის ექსპერტებისგან Panasonic-იც მაღალ შეფასებებს იღებს. მას აქვს ამბიციური ენერგეტიკული მიზნები, როგორც ეფექტურობის, ასევე განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ის ასევე ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაზე. 

ამ გუნდის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეიტანეს მდგრადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ის, რომ ბრენდმა გადაიტანა ჩრდილოეთ ამერიკის სათავო ოფისი გარეუბანში LEED-ის სერტიფიცირებულ შენობაში ნიუარკის ცენტრში. ეს იყო მიზანმიმართული ნაბიჯი, რათა აღმოეფხვრა თანამშრომლების სამსახურში მანქანით მგზავრობის აუცილებლობა და შეემცირებინა მათი ნახშირბადის კვალი.

ის აქტიურად ცდილობს, შეიმუშაოს და მიაწოდოს კომპაქტური, მსუბუქი, დაბალი დანაკარგისა და მაღალი გამძლეობის პროდუქტები გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. 

IBM

მდგრადობისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო IBM. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოსდაცვითი მეთვალყურეობა კომპანიის მისიის ნაწილია 1960-იანი წლებიდან. მისი პირველი მდგრადობის ანგარიში გამოქვეყნდა 1990 წელს და მისმა მონაცემთა ცენტრებმა მიიღეს ჯილდოები ევროკომისიისგან ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი წარმატებებისთვის. დღეს, IBM-ის ძალისხმევა მოიცავს ჭკვიან შენობებს, რომლებიც ამცირებს რესურსებზე მოთხოვნას, მწვანე შესყიდვებს, წყლის რესურსების მართვას და სხვა აქტივიბებს.

Adobe

Adobe systems იყო ყველაზე მწვანე IT კომპანია Newsweek-ის 2014 წლის რეიტინგში, რაც ნამდვილად დაიმსახურა. კომპანია უკვე მივიდა რამდენიმე შთამბეჭდავ მიღწევამდე, მათ შორისაა LEED სერტიფიკატის მოპოვება სამუშაო ადგილების 70 პროცენტზე მეტისთვის, სან-ფრანცისკოში ისტორიული შენობის რეკონსტრუქციის ჩათვლით. მას ასევე აქვს ამბიციური მიზნები – ენერგიის წმინდა ნულოვანი მოხმარების მიღწევა და მისი შეფუთვის შემცირება, ამით მას სურს, დიდი წვლილი შეიტანოს პლასტმასის დაბინძურებაში. Adobe ასევე იყო კორპორატიული ლიდერი წყლის მოხმარების შემცირებაში კალიფორნიის ისტორიული გვალვის საპასუხოდ. მან უკვე შეამცირა წყლის მოხმარება 2000 წლიდან 60 პროცენტზე მეტით, ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობების დაყენება და ადგილობრივი მცენარეებით გამწვანება.

Nike

Nike-ს ყოველთვის არ ჰქონდა კარგი მაჩვენებელი კორპორატიულ მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ბევრი ცვლილება შეიტანეს, რამაც ბევრი სიკეთე მოახდინა. ის 2015 წელს Morgan Stanley-ის ყველაზე მდგრადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდების სიაში ლიდერობდა. მისი წარმატების გასაღები არის კომპანიის მტკიცე პოზიცია მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების პრაქტიკის შესახებ. ისინი ასევე უადვილებენ დიზაინერებს „მწვანე არჩევანის” გაკეთებას აპლიკაციით, რომელიც გეხმარებათ, შეადაროთ სხვადასხვა ქსოვილის გარემოსდაცვითი კვალი.

ბრენდი იყენებს პოსტმომხმარებლობით გადამუშავებულ მასალებს ზოგიერთ პროდუქტში, ეს ტენდენცია მან შემოიტანა 2011 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატის მაისურებში. შეფუთვის შესამცირებლად მან ასევე გადააკეთა ყუთები. მოწოდებულია, აღმოფხვრას ქიმიური გამონადენი, ინვესტიცია მოახდინოს ენერგოეფექტურობაში თავის ქარხნებში და სხვა.

იმის გამო, რომ გარემოც დაცვა არის პრობლემა, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას და არც დაკარგავს, საჭიროა, ერთობლივად გავეცნოთ, თუ როგორ ვმოქმედებთ ჩვენ, როგორც ინდივიდები, კორპორაციები და ბიზნესი პლანეტაზე. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ დიდი კომპანიები, რომლებიც მაგალითები არიან საზოგადოებისთვისაც და პატარა სტარტაპებისთვისაც, იჩენენ ყურადღებას გარემოს მიმართ და თითო აგურს დებენ პლანეტის ჯანსაღად შენებაში.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

“Vodafone Happy” კამპანიაში ცნობილი მიმის პერსონაჟი მონაწილეობს

რა ტექსტი დავაყენოთ მეილის ავტომოპასუხეზე, თუ შვებულებაში გავდივართ?