in

5 „შანსი არაა“ ფაქტი „ქარუზე“

ახლა „ქარუზე“ ისეთ რაღაცებს გეტყვით, მათ გაგონებაზე, მაშინვე გაიფიქრებთ, „შანსი არააო“, მაგრამ კომპანიაში ამბობენ, რომ შანსი კი არა, ეს ფაქტებია.

1. „ქარუს“ საშუალებით, მხოლოდ თბილისში, ავტომფლობელებმა 171877 საათი დაზოგეს. ეს დრო საკმარისია 49 golden gates-ის ასაშენებლად. 

2. დაარსებიდან დღემდე, ავტოასისტენტებმა მანქანებში ჩაასხეს 50 000 ლიტრამდე ზეთი, რაც საკმარისია 100 000 000 კვადრატული მეტრის დასაფარად. ეს დაახლოებით, 20 000 საფეხბურთო მოედანია, რაც ამ ტერიტორიას ერთ დიდ „სლიპინა“ ადგილად გადააქცევს და საკმაოდ მხიარული იქნება. 

3. ავტოასისტენტები, დღეში, საშუალოდ, 2500 ზარს ახორციელებენ.

4. შეკვეთების მენეჯერი დიმიტრი, დღეში, საშუალოდ, 70 ზარს პასუხობს და 40 სხვადასხვა ჩათში იწერება. ამასთან, 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

5. დავთვალეთ და ბიგლუ, დღეში, დაახლოებით, 547-ჯერ ყეფს. ეს, რაც გავიგეთ და რაც ვერ გავიგეთ?! 

 

 

[R]

სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი – როგორ იქცა „ვითიბის“ ვიდეობანკი სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებად

შესანიშნავი ანიმაცია სუმოისტზე, რომელიც ოლიმპიადის მოახლოებას გვამცნობს