დაფიქრდით, ყოველდღიურად რამდენი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ? და ყველა ჭკვიანურია ხოლმე? როგორც სტატისტიკა გვეუბნება, ზრდასრული ადამიანი დღეში საშუალოდ 35 000 გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებს. დიახ, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და თუ დაკავებული ხართ, თქვენი ცხოვრების გამარტივება მათი შემცირებით უნდა დაიწყოთ. ჯობს, ცოტა, მაგრამ სწორად გააკეთოთ, ვიდრე უამრავი სულელური არჩევანის ავტორი გახდეთ.
მართალია, ზოგიერთმა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს მიზნების მისაღწევად, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ, რაღაც სულელური შეცდომა ყველას მოგვსვლია და ეს მომავალშიც შეიძლება მოხდეს… ამიტომ, ცნობილი მეწარმეები რჩევებს გვიზიარებენ, რომლებიც მარცხის ალბათობის შემცირებაში დაგვეხმარება:
1. შეწყვიტეთ წარმატების გაზომვა სხვა ადამიანების სტანდარტების მიხედვით
როცა თქვენს მიზნებს განსაზღვრავთ, არ შეცდეთ და წარმატების განსაზღვრა სხვების საზომებით არ დაიწყოთ. იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, პირობითად ანას დაეწიოთ ან გადაუსწროთ, ჯობს, თქვენი მიზნები თქვენივე სტანდარტებით გაზომოთ და არა იმით, რომელსაც სამყარო გთავაზობთ.
2. ნება მიეცით თქვენს სიმართლეს, მართოს თქვენივე გადაწყვეტილებები
როცა იცით, ვინ ხართ და რა არის თქვენი სიმართლე, არჩევანის გაკეთება მარტივდება, რადგან თქვენთვის ჩვეულ ქცევას ეფუძნება და ასე, სამყაროსაც თქვენივე ღირებულებებისა და რწმენის მიხედვით ხედავთ.
3. არ ცადოთ ყველაფრის მარტო კეთება
ხშირად ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ კონკრეტულ საქმეს მათზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. ვერ იაზრებენ, რომ დელეგირებას სწორედ მათი თანამდებობა მოითხოვს და ეს ყოველთვის კარგი არჩევანია.
4. ირგვლივ შემოიკრიბეთ მენტორები
ამას კარიერულ განვითარებაზე დადებითი გავლენა აქვს, თუმცა ირგვლივ სწორი ადამიანები უნდა გყავდეთ. ახლო კავშირები თქვენს ცხოვრებას ამარტივებს და ასე, მენტორებისგან გარკვეულ ცოდნასაც იძენთ. როგორც ამბობენ, ჩვენ საშუალო არითმეტიკული ვართ იმ 5 ადამიანისა, რომელთანაც დიდ დროს ვატარებთ… ამიტომ, იმ ინდივიდებს დაუკავშირდით, რომლებიც ახალი რაღაცების სწავლაში, ზრდასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
5. დაიცავით თქვენი რეპუტაცია ყველაფრის ფასად
ბიზნესის მართვისას უამრავი რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. აქ კი უორენ ბაფეტის სიტყვები უნდა გავიხსენოთ: „რეპუტაციის შექმნას 20 წელი სჭირდება, მის დანგრევას კი 5. თუ ამაზე დაფიქრდებით, ყველაფერს განსხვავებულად გააკეთებთ“…