in

5 გამომგონებელი, რომელიც საკუთარმა ინოვაციამ იმსხვერპლა

11 თებერვალს გამომგონებლების დღე აღინიშნება

როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, არიან ისეთი მეცნიერები და გამომგონებლები, რომლებიც თავიანთმა ინოვაციებმა იმსხვერპლა… მაგალითად, მარი კიური გარდაიცვალა აპლასტიკური ანემიით, რაც გამოწვეული იყო რადიაციული ზემოქმედებით. თომას ენდრიუსი, ტიტანიკის მთავარი ინჟინერი, გემთან ერთად ჩაიძირა. სტატიაში კი კიდევ 5 ასეთ ამბავს გიამბობთ.

M2
M2

უილიამ ბულოკი

უილიამ ბულოკი ამერიკელი გამომგონებელი იყო, რომელმაც საბეჭდი მანქანების სრული რევოლუცია მოახდინა — გააუმჯობესა მათი ეფექტურობა და სიჩქარე. 1867 წელს, ერთ-ერთი ასეთი მანქანის დამონტაჟებისას, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა. და იმის ნაცვლად, რომ ბულოკს მანქანა გამოერთო, მან მისი შეკეთება ფეხის მირტყმით სცადა… მისი ფეხი მექანიზმმა მოიყოლა და გასრისა. 9 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰორას ლოუსონ ჰანლი

იურისტი, კანონმდებელი და ვაჭარი, ჰანლი, წყალქვეშა ნავის ინოვაციაში შეუერთდა ისეთ ინჟინრებს, როგორებიც იყვნენ ჯეიმს მაკკლინტოკი და ბასქტერ უოტსონი. 1864 წელს HL Hunley გახდა პირველი საბრძოლო წყალქვეშა ნავი, რომელმაც სამოქალაქო ომის დროს წარმატებით ჩაძირა USS Housatonic. თუმცა გემი მალევე გამოვიდა წყობილებიდან და მისი წინა ნაწილი ფსკერზე გაიჭედა — ბორტზე მყოფი რვა  ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყო ჰანლიც.

თომას მიდგლი უმცროსი

მიუხედავად იმისა, რომ თომას მიდგლი უმცროსი, ბრწყინვალე გამომგონებელი და მეცნიერი იყო, მისმა ნამუშევრებმა გარემოზე მავნე ზემოქმედება იქონია. მას ბენზინში ტეტრაეთილის ტყვიის დამატების იდეა გაუჩნდა. მართალია, ის ეფექტური აღმოჩნდა გარკვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ტოქსიკურიც იყო — აზიანებდა ემისიების კონტროლის აღჭურვილობას. მიდგლი უმცროსის სიკვდილი მის ქიმიურ შემოქმედებას არ უკავშირდებოდა. მან ქვედა კიდურების პარალიზება განიცადა და ამის საწინააღმდეგოდ, გამომგონებელმა დახვეწილი სისტემა შექმნა, რათა საწოლიდან გადმოსვლაში დახმარებოდა. ის ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს მისი სიკვდილი სწორედ ამ მოწყობილობამ გამოიწვია — თომასი აპარატმა ჩაითრია და დაიხრჩო.

ლუი სლოტინი

ლოს ალამოსში მანჰეტენის პროექტზე მუშაობისას ფიზიკოსი და ქიმიკოსი ლუი სლოტინი  საკუთარი ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა. მან ატომურ ბომბზე მუშაობისას რადიაციული დასხივება განიცადა — სლოტინს განუვითარდა გამოთავისუფლებული რადიაციის მყისიერი ეფექტი, მათ შორის წვის შეგრძნება ხელში და მჟავე გემო პირში. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა, აწუხებდა შინაგანი დამწვრობა, ბუშტუკები, შეშუპებული ხელები. საბოლოოდ, მისი სხეულის ყველა ნაწილი დაზიანდა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრენსის ედგარ სტენლი

ფრენსის ედგარ სტენლიმ თავის ტყუპისცალთან, ფრილან ოსკარ სტენლისთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია Stanley Dry Plate Company. მათი ფოტოგრაფიული ფირფიტების ბიზნესი საოცარი წარმატებით მუშაობდა და 1890-იანი წლების ბოლოს 1 მილიონი დოლარიც კი გამოიმუშავა. ამას მოჰყვა ცნობილი Stanley Steamer მანქანის შექმნა, რომელიც თავისი სიჩქარით იყო ცნობილი — 1906 წელს “Rocket” ვერსიამ 127 მილი საათში მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა. მართალია, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ 1918 წელს ფრენსისი თავისი ერთ-ერთი მანქანის მართვის დროს გარდაიცვალა… შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მან მკვეთრი მანევრი შეასრულად, რის შედეგადაც, ავტომობილი გადატრიალდა და ხეს შეეჯახა.

“ვაზისუბნის მამულის” ღვინის ახალი ხაზი — Estate Collection

Love, Death & Robots-ის IMDb გვერდზე გიორგი მაღრაძის პოსტერები განათავსეს