in

5 გზა სტრესის შესამსუბუქებლად

M2
M2

მსოფლიოში არსებულ უსამართლობებზე ფიქრისას, უძლურების, იმედგაცრუებისა და გაბრაზების ემოციები გვიჩნდება. ეს ცვლილებებისთვის ბრძოლის სურვილს აღძრავს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობის, სტიგმის, მავნე სტერეოტიპებისა და ძალადობის გაღვივებაში ჩართული პირები შესაბამისად დაისჯებიან. უდიდესი საქმეა, მაგრამ გადაჭარბებულმა მუშაობამ აქაც გამოფიტვამდე და სტრესამდე შეიძლება მიიყვანოს აქტივისტები. ამიტომაც ახლა იმ გზებზე გესაუბრებით, რომლითაც აქტივისტებს შეუძლიათ საკუთარ თავს დასვენების საშუალება მისცენ:

1. სთხოვეთ ირგვლივ მყოფებს დახმარება ან თავად მიიღეთ იგი

ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც ვუყვარვართ, ამიტომ სულაც არ არის პრობლემა თუ მათ ვთხოვთ, შეგვახსენონ, როდის გვჭირდება დასვენება. ან თუ თავად იცნობთ აქტივისტს, უთხარით: იცი, ვფიქრობ, ძალიან ბევრ რაიმეს აკეთებ. შემიძლია რაიმე ისეთი გავაკეთო, რითაც შენს ცხოვრებას გავამარტივებ?. ხან მიიღებენ დახმარებას, ხან არა, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ იცოდნენ, ვიღაც მათ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ეს მარტივი ჟესტიც კი სტრესს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

2. იყავით მოწყვლადი თქვენი გამოწვევების მიმართ

ფსიქოლოგები პარტნიორებთან გულწრფელ საუბარს გირჩევენ იმ ტრავმის შესახებ, რომელიც აქტივისტების მუშაობას ახლავს თან. ასე საკუთარ თავს გამოხატავთ და საპასუხოდ სიყვარულს მიიღებთ, რაც წინსვლაში შეგიწყობთ ხელს… 

3. გახსოვდეთ, იმაზე მეტი ხართ, ვიდრე აკეთებთ

ეს საკუთარი თავის ავთენტური ვერსიის ჩვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ამიტომ, თუ ახლა ცვლილებებისთვის იბრძვით, თქვენს სხვა მახასიათებლებიც დააკვირდით — რა ინტერესები ან ჰობი გაქვთ? ძაღლები უფრო გიყვართ თუ კატები? სახლში მუსიკის მოსმენა გირჩევნიათ თუ კლუბში ელექტრო მუსიკის? არ აქვს მნიშვნელობა, რა გატაცება გაქვთ, მთავარია, მათი დაკმაყოფილება არ დაივიწყოთ. 

4. საკუთარი თავი თანამშრომლად ჩათვალეთ

სამსახურში ან სკოლაში დიდი პროექტი რომ გქონდათ, მაგაზე იფიქრეთ… რომელიც მრავალ კოლეგასთან თუ კლასელთან ერთად გააკეთეთ. ეს გაგახსენებთ, რომ მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებთ. სწორედ ამიტომ, სამუშაო დატვირთვა მეგობრებს გაუზიარეთ, ურთიერთდამოკიდებულები გახდით და მხარდაჭერის სისტემა ჩამოაყალიბეთ, რათა თავი მარტო არ იგრძნოთ. 

ჩემთვის მონაწილე არ ხარ, არც ადამიანი, რომლისგანაც ინფორმაციას მივიღებ, თანამშრომელი ხარ. შენი გამოცდილებები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა შემეძლოს შენთვის იმდენივეს სწავლება, რამდენსაც მე ვსწავლობ შენგან, — ვკითხულობთ ერთ-ერთი აქტივისტის ჩანაწერში. 

5. იყავით თქვენი გზის ერთგული

დაბოლოს, თუ ახლა სოციალური ცვლილებებისთვის იბრძვით ან აქტივიზმში ჩართვა გსურთ, მნიშვნელოვანია, თქვენი გზის ერთგული დარჩეთ — თუ დაინტერესებული ხართ წიგნის კლუბის შექმნით, რომელიც ფოკუსირებულია გენდერის, რასის ან შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ წიგნებზე, გააკეთეთ ეს. თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ხართ და გსურთ, მხარი დაუჭიროთ უსამართლობის მსხვერპლ ადამიანებს, ამ მიმართულების ერთგული დარჩით და თუ გაქვთ დამატებითი თანხა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის გინდათ გაიღოთ, ასეც მოიქეცით…

მთავარია, აირჩიოთ ის, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლიათ და ამის ერთგული დარჩეთ — ეს ზეწოლისგან გაგათავისუფლებთ. ნაკლები ზეწოლა და ვალდებულებები კი, თავის მხრივ, დროს გააჩენს იმ დასვენებისთვის, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ და დაიმსახურეთ.

რატომ უნდა ისწავლო საქართველოს უნივერსიტეტში

მურალი ღვინის ეტიკეტზე — Bodega Norton-ის საიუბილეო შეფუთვა