თუ ტრადიციულ ბრეინშტორმინგის სესიებში ექსტროვერტთან ერთად მიგიღიათ მონაწილეობა, მიხვდებოდით კიდეც, რა ნაკლი ახლავს ამ პროცესს… ალბათ, დიდი ენერგია დაგჭირდათ თქვენი აზრი რომ წარმოგეთქვათ. აი, ინტროვერტების შემოქმედებით მხარეს კი არაფერი აფერხებს ისე ძალიან, როგორც ხმების ჩახშობა… ტრადიციულ ბრეინშტორმინგის სესიებში ხშირად ერთი ან ორი ადამიანი აკონტროლებს ნარატივს და თუ თქვენ მათ შორის არ ხართ, უბრალოდ ჩუმად არ უნდა მიჰყვეთ ამ პროცესს, რადგან საკმაოდ მარტივია, რომ აქ ყველას ხმა ისმოდეს. უბრალოდ ეს 5 წესი დაიცავით:
1. დანიშნეთ მოდერატორი, რომელიც ყველაფერს დააკვირდება
იმის ნაცვლად, რომ ბრეინშტორმინგის დროს ყველას მიეცეს თავისუფლად საუბრის საშუალება, უმჯობესია მოდერატორი აირჩიოთ, რომელიც იცნობს მოთამაშეებს და მათ ძლიერ მხარეებს.
„ისეთი ვიღაც, ვინც მომზადებული იქნება, რათა თითოეულ მონაწილეს თავიანთი აზრების გაზიარების საშუალება მისცეს. იმის ცოდნა თუ როგორ აგრძნობინო თითოეულ წევრს თავი კომფორტულად საკუთარი აზრების გამოხატვისას ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც იმის ცოდნა თუ რა საკითხსი გადაჭრას ემსახურება კონკრეტული სესია“, — აცხდაებს ელიზაბეთ დემასო, სარეკლამო სააგენტო Triptent-ის პრეზიდენტი.
ხოლო ინკლუზიური გარემო რომ უზრუნველყონ, მოდერატორებმა შეხვედრის ნორმები უნდა დააწესონ, რათა ფსიქოლოგიური უსაფრთხოებაც უზრუნველყონ. 52 Essential Relationship Skills-ის ავტორის ჯენი ვუს თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რთულ საკითხებს განიხილავთ, მაგალითად პროდუქტის დეფექტებს. იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოდერატორს უნდა შეეძლოს ბრეინშტორმინგის მონაწილეთა სხეულის ენის წაკითხვა, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა გუნდში ინტროვერტია. როცა მათ ამოიცნობთ, შეგიძლიათ სთხოვოთ კონკრეტულ საკითხზე საკუთარი აზრი გაგაცნოთ.
2. დაყავით ჯგუფებად
ერთი დიდი ჯგუფის ნაცვლად, სპიკერების ქოუჩი ჯენ უითმერი უფრო პატარა ჯგუფებად დაყოფას გირჩევთ. შეგიძლიათ ერთ ოთახში ინტორვერტები შეიყვანოთ, მეორეში კი მხოლოდ ექსტროვერტები, ან ეს ორივე ტიპის ადამიანი გყავდეთ ჯგუფში, ოღონდ განსაზღვრული დროით.
3. გადაერთეთ BRAINWRITING-ზე
ბრეინშტორმინგისას უამრავი იდეა კი ჟღერდება, მაგრამ ხშირად ზოგიერთი იკარგება ხოლმე, ამიტომ გირჩევენ, იდეების ზეპირად გაჟღერების ნაცვლად, გუნდის წევრებს 10 წუთი მისცეთ საკუთარი იდეების ჩამოსაწერად, კარგი იქნება თუ მათ რაოდენობასაც განუსაზღვრავთ. ამ მეთოდს Crazy Eight ეწოდება და როგორც ამბობენ საკმაოდ წარმატებითაც მუსაობს.
„ყველა ჩამოწერს 8 იდეას და აქედან 3 საუკეთესოს წარადგენს, შემდეგ სხვებიც 8 იდეას დააფუძნებენ იმას, რაც მანამდე მოისმინეს, საბოლოო იდეა კი კოლექტიური იქნება და არა იმ ადამიანის, რომელსაც სთორითელინგის კარგი უნარები აქვს“, — განმარტავს სონდრე კვამი, Naer-ის შერეული რეალობის სამუშაო აპლიკაციის ხელმძღვანელი.
4. გამოიყენეთ ჩანაწერები
თუ დიდ ჯგუფში იქნებით, კარგი იქნება მონაწილეებს იდეების წებოვან პატარა ქაღალდებზე ჩამოწერას თუ მოთხოვთ, რათა შემდგომ კედელზე დაამაგროთ. შემდგომ კი გუნდის წევრები ამ ჩანაწერებს თემატურად დაუკავშირებენ ერთმანეთს. თუ მაგალითად პროექტი ველოსიპედის შეკეთებას ეხება, ერთი ნაწილი ბორბლებზე უნდა იყოს, მეორე საჭეზე და ა. შ. შემდგომ კი ხმის მიცემის პროცესს მიმართეთ, რათა გაიგოთ, რა თემაზე სურს გუნდს ძალისხმევის დახარჯვა. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ გადაწყვეტილება კოლექტიური იყოს და არა იმის, ვინც ხმამაღლა საუბრობს.
მას შემდეგ კი, რაც ყველა იდეას დაფაზე გამოაკრავთ, ეს პროცესი კვლავ გაიმეორეთ, რადგან საშუალებას მოგცემთ დისკუსიას მეტი ინფორმაცია და კონტექსტი შემატოთ.
5. გააკეთეთ ერთი რამ ერთ ჯერზე
კონკრეტული პროცესებისთვის კონკრეტული დრო გამოჰყავით. ცალკე დრო დაუთმეთ იდეების გაზიარებას, ხალკე მხარდაჭერას და ცალკე მათ განხორციელებაზე ფიქრს. ამასთან დემასო გირჩევთ მხარი დაუჭიროთ ყველაფერს, რასაც ამ პროცესში გააზიარებენ — „ბრეინშტორმინგი ზუსტად ეს არის, იდეების შტორმი, რომელიც ერთად იყრის თავს, რათა განიხილონ, გამოცადონ და აღნიშნონ. ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი წვლილის ცოდნა, რომ მათ უსმენენ და აფასებენ“.