in

როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად დისტანციურ რეჟიმში? — 5 გზა

პანდემიამ დისტანციური მუშაობის გემოც გაგვაგებინა და იგი ჩვენი პროფესიული ცხოვრების ნაწილადაც აქცია. ამიტომ, ახლა გეტყვით იმ გზებს, რომლითაც მეტად პროდუქტიული გახდებით:

გამოყავით ცალკე სამუშაო სივრცე, რომელიც არ არის თქვენი საძინებელი

ლოგინი განტვირთვისთვის არის, ლეპტოპისა და საქმეების დამატებით კი მას მხოლოდ სტრესულ ადგილად აქცევთ. ამიტომ, უმჯობესია, სამუშაო სივრცე განცალკევებულად მოაწყოთ. არც ცალკე კაბინეტი და არც სამუშაო მაგიდა გჭირდებათ, უბრალოდ საძინებლიდან გამოდით და თქვენთვის კომფორტულ სივრცეში მოთავსდით. 

შეგიძლიათ რაღაც რუტინაც შეიმუშაოთ — გაიღვიძოთ ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს, მიიღოთ შხაპი და ჩაიცვათ სამსახურისთვის შესაფერისი ტანსაცმელი. დიახ, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ადგეთ, საღამურით იაროთ და კვლავ ლოგინს დაუბრუნდეთ, ეს სამსახურსა და სახლს შორის ბარიერის დანახვაში დაგეხმარებათ, შესაბამისად, სამუშაო რეჟიმზეც მარტივად გადახვალთ და მეტად პროდუქტიულიც იქნებით. 

გამოიყენეთ აპლიკაციები და სხვა ხელსაწყოები კავშირის შესანარჩუნებლად

დისტანციურად მომუშავე ადამიანები ხშირად საუბრობენ იზოლაციაზე, რომ თანამშრომლებთან კონტაქტი აკლიათ, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებ პროდუქტიულობასა და ორგანიზებულობას გვაძლევს შედეგად. სწორედ ამიტომ, აპლიკაციები უნდა დაიხმაროთ, იქნება ეს Slack, Microsoft Teams, Zoom თუ GoTo Meeting, რათა გაესაუბროთ კოლეგებს, დაურეკოთ, ჩაატაროთ ვიდეო კონფერენციები. და თუ ესეც არ იმოქმედებს, დისტანციურად ახლომდებარე კაფედან ან ბიბლიოთეკიდანაც შეგიძლიათ, იმუშაოთ…

გააკეთეთ სიები

დისტანციური მუშაობისას ერთ-ერთ სირთულედ ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, აქ ამოცანების სიების შედგენა და მათთვის პრიორიტეტის მინიჭება დიდად დაგეხმარებათ. ეს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ გააკეთოთ, იქნება ეს დღიური თუ ტელეფონის Notes აპლიკაცია. აქ Trello და სხვა მსგავსი აპლიკაციებიც გამოგადგებათ. პრიორიტეტი კი ან ფერების, ან ციფრების დახმარებით შეგიძლიათ, განსაზღვროთ, შემდეგ კი გუნდთან ერთად გაიაროთ, რამდენად სწორია ეს… 

შეინახეთ ასლები

დისტანციური რეჟიმი აეროპორტიდან, სამზარეულოდან, პარკიდან ან მანქანიდან მუშაობასაც შეიძლება გულისხმობდეს. ძირითადად კი ერთი კომპიუტერით ვმუშაობთ, მაგრამ, უმჯობესია, ყველა საჭირო ფაილის ასლი გვქონდეს, რადგან არასდროს ვიცით, როდის დაგვჭირდება… ამიტომ, გააკეთეთ ასლები ყველგან, სადაც შესაძლებელია, ასე ნებისმიერ ადგილზე მიიღებთ წვდომას თქვენთვის სასურველ ფაილზე, რთულ სიტუაციებსაც დააღწევთ თავს, მაგალითად პროექტი შემთხვევით თუ წაგეშლებათ ან კომპიუტერი გაგიფუჭდებათ.

ისარგებლეთ დისტანციურად მუშაობის მოქნილობით

უმეტესობისთვის დისტანციური მუშაობა საათების მოქნილად გამოყენებას გულისხმობს და თუ თქვენთვისაც ასეა, ეცადეთ ეს მოქნილობა თქვენივე პროდუქტიულობისა და ორგანიზებულობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. დილით მუშაობა გიყვართ თუ ღამით? უმჯობესია, საქმეების შესასრულებლად თქვენთვის პროდუქტიული დრო შეარჩიოთ.

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა შესვენებებია — დისტანციური რეჟიმი ხშირად გვაცდუნებს, რომ ყოველთვის ხაზზე ვიყოთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ერთი ადგილზე ვმუშაობთ და ვცხოვრობთ… სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ და გეტყვით, რომ აუცილებელია, დრო რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ და შეისვენოთ ყოველთვის, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ…

წყარო: Wired

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა

კვლევა დაბერების საწინააღმდეგო პოტენციურ მეთოდს ავლენს!