in

5 გზა გავლენიანი პერსონალური ბრენდის შესაქმნელად

თქვენი პერსონალური ბრენდი დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და იგი არა მარტო ავთენტური, არამედ სანდოც უნდა იყოს. პოტენციურ თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, მომხმარებლებთან და დამსაქმებლებთან თქვენი პირველი კონტაქტი ფიზიკურ სივრცეში კი აღარ ხდება, არამედ ონლაინ, თქვენი სახელის სწრაფად აკრეფით. 

გამოდის, თქვენი ბრენდიც ის არის, რასაც Google ამბობს თქვენზე. ბრენდინგი აუდიტორიის გონებაში სურათის შექმნას ჰგავს და თუ პირველ სურათს თქვენი აუდიტორია ონლაინ ხედავს, ამას მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ რაც უფრო ხილული და ავთენტურია პერსონალური ბრენდი, მით უფრო დიდი გავლენა აქვს სხვებზე. ამიტომ, აქ იმ ხუთ გზას გაგიზიარებთ, რომლებიც სწორედ გავლენაზეა ფოკუსირებული და არა — ეგოზე. 

1. გაიაზრეთ თქვენი რატომ?

საუკეთესო პერსონალური ბრენდები მაშინ იქმნება, როცა ინდივიდი ფოკუსირებულია, იყოს შეტყობინების გადამცემი და არა, თავად შეტყობინება… ამიტომ, თუ ძლიერი ბრენდის შენება გსურთ, დასაწყისიდანვე მკაფიოდ განმარტეთ თქვენივე გზავნილი. 

2. ჩაატარეთ ონლაინ ბრენდის აუდიტი

სანამ ბრენდის ზრდაზე ფოკუსირდებით, თქვენსავე საფუძველს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გაქვთ საკუთარი ბრენდის სახელი? თუ ვინმე გიპოვით, იქ რაც დახვდებათ, თქვენთან შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს თუ კითხვებს გაუჩენს, რამდენად ხართ შესაბამისი კანდიდატი? მოგწონთ თუ არა ეს, პირველი შთაბეჭდილება თქვენივე ონლაინ ბრენდის მიხედვით ყალიბდება. ამიტომ, აქაც მეტი ყურადღება გმართებთ.

3. შექმენით ავტორიტეტი

დაგჭირდებათ ვიზუალები, რომლებიც წარმოადგენს თქვენს ბრენდს და იტყვის იმას, რაც თავად არ უნდა თქვათ. დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს იმ ბრენდებს უკავშირებთ, რომლებსაც თქვენი აუდიტორია იცნობს, ენდობა და პატივს სცემს. დარწმუნდით, რომ ხაზს გაუსვამთ ნებისმიერ მედია გაშუქებას, რომელიც მოიპოვეთ, ფოტოებს, სადაც საუბრობთ და სხვა სურათებს, რომლებიც ნდობას წარმოშობს თქვენ მიმართ. მაშინაც კი, როცა არ გაქვთ მედია გაშუქება ან საუბრის დიდი გამოცდილება, აჩვენეთ ის მასალები, რომლებიც თქვენს ავტორიტეტზე მეტყველებს. 

4. შექმენით გამიზნული კონტენტ სტრატეგია

ხანდახან ადამიანები მხოლოდ პროფესიულ კონტენტზე ფოკუსირდებიან, რასაც ისინი ნელი ზრდის ტემპამდე მიჰყავს. ამიტომ უმჯობესია, თუ თქვენს აუდიტორიას შერეულ კონტენტს შესთავაზებთ — იქნება ეს სურათები, ამბები, თქვენი პირადი ურთიერთობები, ზოგადი ამბები თუ კვლავ პროფესიული ცხოვრება. 

5. აჩვენეთ საკუთარი თავი

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კონტენტი აღარავის აკვირვებს. ამიტომ ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ, მხოლოდ საკუთარი თავია. გაუძელით წნეხს, რათა ითამაშოთ ისეთი ლიდერის როლი, როგორზეც ფიქრობთ, რომ საჭიროა… უფრო მეტად საკუთარი რეალური ვერსია წარმოაჩინეთ, ხაზი გაუსვით თქვენს პიროვნულობასა და ინტერესებს. ეს ნამდვილ ღირებულებას მიაწვდის თქვენსავე აუდიტორიას. 

მარტივად რომ შევაჯამოთ, დღეს ადამიანები თქვენზე შთაბეჭდილებას ონლაინ იქმნიან, ამიტომ, ეცადეთ, ვირტუალურ სივრცეში სანდო და ავთენტური გამოჩნდეთ.

ნახეთ: ერთმანეთში გარდამავალი ფორმებით შთაგონებული ანიმაციები

თიბისის ციფრული თამაში KIAF-ის შორთლისთში მოხვდა!